დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე“ ურთიერთგაგების მემორანდუმი | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42-50 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/06/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 20/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016538 |
|
ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე |
საქართველო
და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტო წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზნებისათვის წარმოდგენილი ბ-ნი რობ უეინრაითის, აღმასრულებელი დირექტორის სახით, და შემდგომში წოდებული როგორც „ევროპოლი“, შემდგომში ერთად წოდებულნი როგორც „მხარეები“ ან ინდივიდუალურად წოდებულნი როგორც „მხარე“, ითვალისწინებენ რა „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ“ 2017 წლის 4 აპრილის შეთანხმებას (შემდგომში წოდებული როგორც „შეთანხმება“), ვინაიდან მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე ინფორმაციის გაცვლა მოითხოვს მათ შორის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის შექმნას, შეთანხმდნენ შემდეგზე: |
მუხლი 1
მიზანი და მოქმედების სფერო
1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანია დაარეგულიროს ინფორმაციის გაცვლისათვის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის შექმნა, განხორციელება, ოპერირება, ჩანაცვლება და დემონტაჟი. მუხლი 2 განსაზღვრებები წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზნისათვის:
a) „დემარკაციის პუნქტი“ ნიშნავს ევროპოლის ოპერაციების ქსელსა და საქართველოს ქსელს შორის ინტერფეისს, სადაც ოპერატიული კონტროლი და საკომუნიკაციო საშუალებებზე საკუთრების უფლება გადადის ერთი მხარიდან მეორეზე; მუხლი 3 საკონტაქტო პუნქტები წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექნიკურ განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხებისათვის თითოეულმა მხარემ უნდა განსაზღვროს საკონტაქტო პუნქტი. მუხლი 4 კავშირის კოდი
1. მხარეებმა უნდა განახორციელონ „ევროპოლის საინფორმაციო სისტემებთან კავშირის კოდით“ (შემდგომში წოდებული როგორც „კოდი“) დადგენილი უსაფრთხოების მინიმალური კონტროლი. მუხლი 5 ზოგადი დებულებები და ვალდებულებები
1. მხარეებმა უნდა გამოიყენონ ურთიერთდაკავშირებული სისტემები მხოლოდ შეთანხმების მიზნისათვის და წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის დებულებების შესაბამისად. მუხლი 6 ხარჯების განაწილება
1. ევროპოლმა, შესყიდვების შესახებ თავისი წესების შესაბამისად, უნდა შეიძინოს ყველა ნივთი ან აღჭურვილობა და უზრუნველყოს საჭირო მომსახურების გაწევა, რომლებიც აუცილებელია უსაფრთხო კომუნიკაციის არხის შექმნისთვის, განხორციელებისთვის, ოპერირებისთვის, ჩანაცვლებისა და დემონტაჟისთვის. მუხლი 7 პასუხისმგებლობა და დავების მოგვარება
1. შეთანხმების 21-ე მუხლისათვის ზიანის მიუყენებლად, მხარეს დაეკისრება პასუხისმგებლობა უსაფრთხო კომუნიკაციის არხის შექმნის, განხორციელების, ოპერირების, ჩანაცვლებისა და დემონტაჟის შედეგად მეორე მხარისთვის მიყენებულ ყველა ზიანზე. ასეთ შემთხვევებში მხარეები უნდა ეცადონ, იპოვონ სამართლიანი გადაწყვეტის საშუალება მიყენებული ზიანის კომპენსაციისთვის. მუხლი 8 ცვლილებები
1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებები ორმხრივად უნდა შეთანხმდეს მხარეებს შორის წერილების გაცვლის გზით. ცვლილებები გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მე-11 მუხლში მოცემული პროცედურის შესაბამისად. შეთანხმებული ცვლილებები წარმოადგენს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს. მუხლი 9 შეჩერება იმ შემთხვევაში, თუ მხარე არსებითად გადაუხვევს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის დებულებებიდან, უსაფრთხო კომუნიკაციის არხი ან ორ ქსელს შორის კონკრეტული მომსახურებები შესაძლოა შეჩერებულ იქნეს ცალმხრივად მეორე მხარის მიერ წერილობითი შეტყობინების საფუძველზე მანამ, სანამ საკითხები არ იქნება გადაწყვეტილი. მუხლი 10 მოქმედების შეწყვეტა
1. ურთიერთგაგების მემორანდუმს შეიძლება მოქმედება შეუწყდეს თითოეული მხარის მიერ წერილობითი შეტყობინებიდან სამი თვის ვადაში. მუხლი 11 ძალაში შესვლა და ხელმოწერები წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის საქართველოს მიერ დიპლომატიური არხების მეშვეობით იმ წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან, რომელიც ეხება ევროპოლის მიერ საქართველოდან შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ შეტყობინების მიღებას. ხელმოწერილია ორ დედნად, ჰააგაში 2018 წლის 9 მარტს.
საქართველოს სახელით ევროპოლის სახელით გიორგი გახარია რობ უეინრაითი ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი აღმასრულებელი დირექტორი (ხელმოწერილია) (ხელმოწერილია) . |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები