დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი საკრებულოების დათხოვნასა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 06/05/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 48, 06/05/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი საკრებულოების დათხოვნასა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და „პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანხმობა მიეცეს საქართველოს პრეზიდენტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი საკრებულოების დათხოვნასა და პირადაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღებაზე.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2004 წლის 6 მაისი.
№37-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები