„მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 აპრილის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2-488
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016512
2-488
25/06/2018
ვებგვერდი, 27/06/2018
360160000.22.023.016512
„მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 აპრილის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-488

2018 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

„მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 აპრილის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ :

მუხლი 1
„მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 აპრილის №118 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 02/05/2014, 360160000.22.023.016242) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტრონული სისტემის ადმინისტრირებას (მართვას) ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“.

2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12.            

ფორსმაჟორული გარემოებების დადგომისას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ელექტრონული სისტემის გამოყენების შეზღუდვისა და შესაბამისი მატერიალური დოკუმენტების გაცემა-გამოყენების შესახებ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი