„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 7 დეკემბრის №408 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 245
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 08/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.017111
245
20/06/2018
ვებგვერდი, 22/06/2018
040030000.22.033.017111
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 7 დეკემბრის №408 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №245

2018 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 7 დეკემბრის №408 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 7 დეკემბრის №408 ბრძანებით (ვებგვერდი, 08/12/2015, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016839) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. მე-11 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) რისკების მართვის განყოფილება.“.

2. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. რისკების მართვის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) ქონების მიღების, აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის პროცესებში არსებული რისკების გამოვლენა და იდენტიფიკაცია;

ბ) ქონების მიღების, აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის პროცესებზე მოქმედი შიდა და გარე ფაქტორების განსაზღვრა/ანალიზი რისკების მართვის პროცესებთან მიმართებაში და რისკების მართვის პოლიტიკის შემუშავება;

გ) წინადადებების მომზადება ქონების მიღების, აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის პროცესებში იდენტიფიცირებული რისკების შემცირების უზრუნველსაყოფად;

დ) ამ დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სააგენტოს მიზნებთან.“.

მუხლი 2
 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმამუკა ბახტაძე