„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 17 მაისის №2-357 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 17 მაისის №2-357 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-492
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016516
2-492
25/06/2018
ვებგვერდი, 27/06/2018
360160000.22.023.016516
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 17 მაისის №2-357 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-492

2018 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 17 მაისის №2-357 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 17 მაისის №2-357 ბრძანებაში (ვებგვერდი, 18/05/2018, სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016504) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების ხელმძღვანელების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ“;

ბ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)კომპეტენციის ფარგლებში, წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების საქმიანობას;“.

2. მე-4, მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ჰიდრომელიორაციის სამმართველო;

ბ) მიწათსარგებლობის სამმართველო.

მუხლი 5. სამმართველოების კომპეტენციები

1. ჰიდრომელიორაციის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) ჰიდრომელიორაციის დარგში არსებული გამოწვევების განსაზღვრა, ანალიზი და მათი გადაჭრის გზების გამოვლენა;

ბ) ჰიდრომელიორაციის დარგში პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების (მათ შორის, დარგობრივი კონცეფციების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების) მომზადება, განხორციელების კოორდინაცია/მონიტორინგი და მიღწეული შედეგების შეფასება;

გ) ადგილობრივი საჭიროებების, საერთაშორისო გამოცდილებისა და თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, ჰიდრომელიორაციის სისტემის გაუმჯობესების ხელშემწყობი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, მიზნობრივი პროგრამების/პროექტების ინიციირება, დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია;

დ) ჰიდრომელიორაციის დარგში მართვის სისტემების, მონაცემთა ანალიზისა და ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანი და ინოვაციური საშუალებების დანერგვის ხელშეწყობა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ჰიდრომელიორაციის დარგთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების ინიციირება, შემუშავება წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ვ) ჰიდრომელიორაციის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაციასთან“ თანამშრომლობა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

2. მიწათსარგებლობის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) მიწის მართვის/მიწათსარგებლობის მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევების განსაზღვრა, ანალიზი და მათი გადაჭრის გზების გამოვლენა;

ბ) მიწის მართვის/მიწათსარგებლობის მიმართულებით პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების (მათ შორის, დარგობრივი კონცეფციების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების) მომზადება, განხორციელების კოორდინაცია/მონიტორინგი და მიღწეული შედეგების შეფასება;

გ) ადგილობრივი საჭიროებების, საერთაშორისო გამოცდილებისა და თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის რაციონალურად გამოყენებისთვის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, მიზნობრივი პროგრამების/პროექტების ინიციირება, დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია;

დ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვის, მიწათსარგებლობის, მონაცემთა ანალიზისა და ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანი და ინოვაციური საშუალებების დანერგვის ხელშეწყობა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების ინიციირება, შემუშავება და წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ვ) მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული თემატური რუკების მომზადება სამინისტროში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების უზრუნველყოფის მიზნით;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

მუხლი 6. სამმართველოს ხელმძღვანელობა

1. სამმართველოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს ხელმძღვანელი:

ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში, წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;

გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

დ) მოთხოვნის შემთხვევაში, ანგარიშს წარუდგენს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;

ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

3. სამმართველოს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი