„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 მაისის №2-374 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 მაისის №2-374 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-495
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 24/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016519
2-495
25/06/2018
ვებგვერდი, 27/06/2018
360160000.22.023.016519
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 მაისის №2-374 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-495

2018 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 მაისის №2-374 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 მაისის №2-374 ბრძანებაში (ვებგვერდი, 23/05/2018, სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016508) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების ხელმძღვანელების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;“.

ბ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომპეტენციის ფარგლებში, წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების საქმიანობას;“.

2. მე-4, მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) გარემოსდაცვითი შეფასების სამმართველო;

ბ) სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველო;

გ) ინტეგრირებული მართვის სამმართველო.

მუხლი 5. სამმართველოების კომპეტენციები

1. გარემოსდაცვითი შეფასების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გზშ-ის ჩატარების საჭიროების მიზნით, სკრინინგის პროცედურის განხორციელება და სკრინინგის გადაწყვეტილების მომზადება;

ბ) გზშ-ის სკოპინგის პროცედურის განხორციელება და სკოპინგის დასკვნის მომზადება;

გ) გზშ-ის ანგარიშის განხილვა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების და საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მომზადება;

დ) გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ წინადადებების მომზადება;

ე) გზშ-ის ანგარიშის განხილვის მიზნით, საექსპერტო კომისიის შექმნა და ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზება და ექსპერტიზის დასკვნის შედგენა;

ვ) მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის განხილვა, საექსპერტო კომისიის შექმნა და ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზება და გადაწყვეტილების მომზადება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სკრინინგის, სკოპინგის და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობისა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

თ) სკოპინგის, გზშ-ის და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო განხილვების ჩატარების უზრუნველყოფა;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ წინადადებების მომზადება და შესაბამისი პროცედურების ორგანიზება;

კ) საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და აღნიშნული დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა;

ლ) სკრინინგის, სკოპინგის და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების ანალიზს და არგუმენტირებული წერილობითი მოსაზრებებისა და შენიშვნების მხედველობაში მიღება;

მ) მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, დაინტერესებული საზოგადოების მიერ წარმოდგენილი არგუმენტირებული წერილობითი მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინება;

ნ) გზშ-ის ანგარიშის განხილვის და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, დოკუმენტების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დაგზავნა სათანადო განხილვის, შეთანხმების, დასკვნის მომზადებისა და დეპარტამენტში წარმოდგენისათვის;

ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, გზშ-ის ანგარიშის განხილვის, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების და გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ წინადადებების მომზადების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ექსპერტების მონაწილეობით მომზადებული შენიშვნების განსახილველად შეხვედრის მოწყობა/ორგანიზება;

ჟ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სგშ-ის ჩატარების საჭიროების მიზნით, სკრინინგის პროცედურის განხორციელება და სკრინინგის გადაწყვეტილების მომზადებას;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სგშ-ს სკოპინგის პროცედურის განხორციელება და სკოპინგის დასკვნის მომზადება;

გ) სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის და სგშ-ს ანგარიშის განხილვის მიზნით საექსპერტო კომისიის შექმნა და ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზება და ექსპერტიზის დასკვნის შედგენა;

დ) სკოპინგის, სტრატეგიული დოკუმენტის განხილვის და სგშ-ის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში მიღება;

ე) სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის და სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაში მონაწილეობის მიღება;

ვ) სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის და სგშ-ის ანგარიშის განხილვა და რეკომენდაციების მომზადება;

ზ) გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მქონე ორგანიზაციების მონაცემთა ბაზის წარმოება;

თ) გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობების შესრულების მიზნით, სამინისტროში შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის განხილვა და კოორდინაცია;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგების/დოკუმენტების გამოქვეყნება;

კ) გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსათვის;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანობის განმახორციელებლის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შემდგომ, შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პირობების შესრულებისთვის გონივრული ვადის განსაზღვრა;

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება, სხვა პირზე გადაცემა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სტრატეგიულ დოკუმენტზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ, ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ წინადადებების მომზადება და შესაბამისი პროცედურების ორგანიზება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სტრატეგიული დოკუმენტების განხილვა/დამუშავება და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

რ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. ინტეგრირებული მართვის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების პროექტების განხილვა;

ბ) ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების პროექტების განხილვა;

გ) წყლის გამოყენების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის ფორმების მიღება, მონაცემების ანალიზი და პროგრამული დამუშავება;

დ) წყალსარგებლობის ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოება და წყალსარგებლობის კრებულის მომზადება;

ე) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის განხილვა;

ვ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტების განხილვა;

ზ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის მიზნით, მონაცემთა ინტერაქტიული შეგროვება და ხარისხის უზრუნველყოფა;

თ) სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების საინფორმაციო საცნობარო მონაცემთა ბანკის შექმნა;

ი) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მინისტრის ბრძანების პროექტის მომზადება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში გზშ-ის, სგშ-ის სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 6. სამმართველოს ხელმძღვანელობა

1. სამმართველოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს ხელმძღვანელი:

ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;

გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

დ) მოთხოვნის შემთხვევაში, ანგარიშს წარუდგენს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;

ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

3. სამმართველოს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი