დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 5 ივნისის №2-417 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-496 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/06/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/09/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.023.016520 |
|
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 5 ივნისის №2-417 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 5 ივნისის №2-417 ბრძანებაში (ვებგვერდი, 06/06/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.023.016510) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების ხელმძღვანელების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.“ გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია მინისტრისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების საქმიანობას; გ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში; დ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია ვიზა დაადოს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“. 2. მე-4, მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) ბიომრავალფეროვნების სამმართველო; ბ) სატყეო პოლიტიკის სამმართველო. მუხლი 5. სამმართველოების კომპეტენციები 1. ბიომრავალფეროვნების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვისა და შენარჩუნების, მდგრადი გამოყენების პრინციპებზე დაყრდნობით ბიოლოგიური რესურსების მართვისა და რეგულირების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, საერთაშორისო ქსელში ჩართული დაცული ტერიტორიების შექმნის, მართვისა და მონიტორინგის პროცესის კოორდინაცია; ბ) საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების პოლიტიკის, სტრატეგიების/სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციაში მონაწილეობა; გ) ბიომრავალფეროვნების სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ორგანიზება და კოორდინაცია, ასევე ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კოორდინაცია; დ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა და ცხოველთა სახეობების დაცვის ღონისძიებების და რეგულირების მექანიზმების შემუშავება, დაგეგმვა და კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების გარემოდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მომზადება და ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ე) ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვის, შენარჩუნებისა და აღდგენის ღონისძიებების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, დაგეგმვა, განხორციელების კოორდინაცია; ვ) ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვის და ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენების სფეროში, მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია; ზ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით, ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება; თ) გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება; ი) „გადაშენების პირას მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (CITES) კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება/ადმინისტრირება; კ) საქართველოს „წითელი ნუსხაში“ ცვლილებების პროექტების განხილვა, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, საქართველოს „წითელი წიგნის“ გამოცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელების კოორდინაცია; ლ) ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვისა და გარემოდან ამოღების წესების დამდგენი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; მ) ცხოველთა სამყაროს რესურსებით სარგებლობის რეგულირების პროცესში რესურსის მოპოვების მეთოდების განსაზღვრა და დადგენილი კვოტების მიზანშეწონილობის შესახებ რეკომენდაციების მომზადება; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის და თევზჭერის ლიცენზიის გაცემის პროცესში მონაწილეობა; ო) სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების შედგენის წესის შემუშავებაში მონაწილეობა; პ) სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების დადგენილი წესით განხილვა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ჟ) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზება და კოორდინაცია; რ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებულ საქმიანობებზე, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად სამინისტროში წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა ბიომრავალფეროვნებასა და საერთაშორისო ქსელში ჩართულ დაცულ ტერიტორიებთან მიმართებით, რეკომენდაციების მომზადება, ასევე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების მომზადებაში მონაწილეობა; ს) კომპეტენციის ფარგლებში, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სამართლებრივი რეგულირება, კოორდინაცია და საერთო ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ტ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; უ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება. 2. სატყეო პოლიტიკის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) ტყეების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია/ხელშეწყობა, აგრეთვე სატყეო სფეროში სახელმწიფო რეფორმების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება და სატყეო რეფორმის პროცესის კოორდინაცია; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სატყეო სფეროში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კოორდინაცია; გ) ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების დადგენილი წესით განხილვა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; დ) სატყეო სექტორის მდგრადი განვითარებისა და ტყის მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერების უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალური პროგრამების შემუშავება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ტყეების მართვის, დაცვისა და მდგრადი გამოყენების სფეროში მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია; ვ) ტყის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის მიზანშეწონილობის საკითხების განხილვა; ზ) ტყის ეროვნული აღრიცხვისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა, აგრეთვე ტყეების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; თ) უფლებამოსილი უწყებების მიერ განხორციელებული ტყეების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ი) უფლებამოსილი უწყებების სატყეო სექტორში მიმდინარე საერთაშორისო, პოლიტიკური და სტრატეგიული თანამშრომლობის პროცესებში მონაწილეობის კოორდინაციის უზრუნველყოფა; კ) სატყეო სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების კოორდინაციის უზრუნველყოფა; ლ) სახელმწიფო ტყის მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ, სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; მ) სატყეო დარგის განვითარებასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილების პრაქტიკაში დასანერგად წინადადებების მომზადება; ნ) ტყის სფეროში სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების, ეროვნული სატყეო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი; ო) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებულ საქმიანობებზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად სამინისტროში წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა ტყესა და დაცულ ტერიტორიებთან მიმართებით და რეკომენდაციების მომზადება, ასევე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ექსპერტიზის დასკვნების მომზადებაში მონაწილეობა; პ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ჟ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 6. სამმართველოს ხელმძღვანელობა 1. სამმართველოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს ხელმძღვანელი: ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში, წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს; გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; დ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს საჯარო მოსამსახურეთა შორის; ე) მოთხოვნის შემთხვევაში, დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს ანგარიშს წარუდგენს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე; ვ) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 3. სამმართველოს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები