დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის” დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 21 მაისის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 03 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 21/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 410040000.55.067.016097 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №03 2018 წლის 21 ივნისი ქ. ბათუმი |
„ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის“
დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ –
საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 21 მაისის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 21 მაისის №05 ბრძანებით დამტკიცებულ „ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესში“ და წესის:
ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ბათუმის ნავსადგური 1. ნავსადგურის დაცული (სარეჟიმო) ნაწილის შიგნით არსებულ ზღვის აკვატორიაში და მასში შემავალი ნავმისადგომებიდან, მცურავი საშუალებებიდან და მოლიდან, ყველა სახის თევზჭერა აკრძალულია. 2. ყველა სახის თევზჭერა აკრძალულია, უნავმისადგომო ჩამოსასხმელზე, გემის ფაქტობრივი დგომის ღერძის გარშემო არსებული სივრცის 150 (ას ორმოცდაათი) მეტრის რადიუსში, სადაც განლაგებულია ნავმისადგომის როგორც წყალზედა, ასევე წყალქვეშა სპეციალური აღჭურვილობა, რომელშიც შედის: გემის მისაბმელი მთავარი მოტივტივე კასრები, თხევადი ნავთობის დატვირთვის დროს წარმოქმნილი აირის უკანმომავალი მოტივტივე მილები (VRC) და მათი წყლის ზედაპირზე დამაფიქსირებელი მოტივტივე კასრები, წყალქვეშა სატვირთო მილები და მათი ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი მცირე ზომის ტივტივები. 3. აკრძალულია სამრეწველო და სანაპირო თევზჭერა ღუზაზე მდგომი გემიდან 3 (სამი) კბტ რადიუსში, სპეციალური სამუშაოებით დაკავებული გემიდან (ორი კორპუსით მდგომი გემებიდან) 10 (ათი) კბტ ნაკლებ მანძილზე და ბათუმის ნავსადგურის გახსნილ (ღია) ნაწილში შემდეგ კოორდინატებში:
“. ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. სუფსის ნავსადგური 1. SPM-დან 500 (ხუთასი) მეტრი რადიუსის საზღვაო სივრცე წარმოადგენს უსაფრთხო ნაოსნობის ზონას. 2. SPM-ი ნაპირთან დაკავშირებულია წყალქვეშა მილსადენით, რომლის აზიმუტი არის 2420 -620. 3. სუფსის ნავსადგურში აკრძალულია ყველა სახის თევზჭერა SPM-თან და მილსადენის გარშემო შემდეგ კოორდინატებში:
“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები