აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების ტოლფასი ქონების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საკუთრებაში გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების ტოლფასი ქონების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საკუთრებაში გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 13/06/2018
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 040110000.32.061.016243
13
13/06/2018
ვებგვერდი, 21/06/2018
040110000.32.061.016243
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების ტოლფასი ქონების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საკუთრებაში გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №13

2018 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების ტოლფასი ქონების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საკუთრებაში გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების ტოლფასი ქონების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები“.

მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ ყოლბაია




 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების ტოლფასი ქონების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები

 მუხლი 1

1. ეს წესი შემუშავებულია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების ტოლფასი ქონების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საკუთრებაში გადაცემის (შემდგომში – ქონების ურთიერთ­გადაცემის) პირობებს.

2. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) თანხმობით ფიზიკურ ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს საკუთრებაში გადასცემს ქონებას ამ ქონების ტოლფასი ქონების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ.

3.ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა   (შემდგომში – მთავრობა).

4.  ქონების ურთიერთგადაცემის მხარე, ხელისუფლების ორგანოს გარდა, შეიძლება იყოს:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ან ამ პირთა გაერთიანებისათვის გადაცემის შემთხვევაში – საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება:

 ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემის შემთხვევაში – საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი.  

 მუხლი 2

1. ქონების ურთიერთგადაცემის ინიციატორი შეიძლება იყოს სამინისტრო, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება.

2. ურთიერთგადასაცემი ქონების ღირებულება დგინდება აუდიტორული (საექსპერტო) დასკვნის საფუძველზე.

3. თუ ურთიერთგადასაცემი ქონება არატოლფასოვანია, ქონების ნაწილი შეიძლება ანაზღაურდეს ფულადი თანხით ან სხვა ქონებით.

4. სამინისტრო, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ ინტერესის წერილობით გამოხატვის ან სამინისტროს მიერ საკითხის ინიციირების შემდეგ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში აფორმებს ხელშეკრულებას ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ.

 მუხლი 3

1. ხელშეკრულება ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) ცნობები მხარეების შესახებ;

ბ) ურთიერთგადასაცემი ქონების დასახელება ან/და მისამართი (საკადასტრო ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები);

გ) ურთიერთგადასაცემი ქონების ღირებულება;

დ) არატოლფასოვანი ქონების შემთხვევაში, ფულადი თანხის ოდენობა ან მონაცემები იმ ქონების შესახებ, რომლითაც ხდება ქონების ნაწილის ანაზღაურება;

ე) სხვა მონაცემები ქონების ურთიერთგადაცემის საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით.

2. ურთიერთგადაცემის ხელშეკრულება იდება მთავრობის მიერ თანხმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან  3 (სამი) თვის ვადაში.

3. უძრავი ქონების ურთიერთგადაცემისას ხელშეკრულების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებიდან არაუმეტეს  10 კალენდარული  დღის ვადაში საკუთრების უფლება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

 მუხლი 4

ქონების ურთიერთგადაცემასთან დაკავშირებით მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხი წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობისა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

 მუხლი 5

ქონების ურთიერთგადაცემასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს განიხილავს სასამართლო.