დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მათი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.110.016357 |
|
„აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მათი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მათი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ივლისის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.110.016212) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-5, მე-6, 61, 62, 121 მუხლების, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:”; ბ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. შემოღებულ იქნეს აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები: 1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის: ა) აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებელი განისაზღვროს ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის – ერთი ლარით; ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის, ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის, თითოეული კვადრატული მეტრისათვის – 5 (ხუთი) ლარი. 2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის: ა) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე 0,7 ლარით, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით, ხოლო იურიდიულ პირებსა და ორგანიზაცია – დაწესებულებებზე თანდართული დანართი 6-ის შესაბამისად, 1მ3 საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე – 10 ლარით“; ბ) ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების, ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვების, ტრანპორტირების, გაუვნებლობისა და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობის, ასევე დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯები დაფინანსდეს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. 3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი: ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20000 ლარი; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 ლარი; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 პროცენტი; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250000 ლარი; ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20 პროცენტი; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3000 ლარი; ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4000 ლარი. (მე-3 ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე) . 4. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე, აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი: ა) მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:
ბ) III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების, ინტენსივობის კოეფიციენტის, საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის შენობა-ნაგებობებისათვის:
გ) III კლასის შენობა-ნაგებობებისათვის, ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომელთა საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 6000 მ2-ს, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობებისა:
დ) IV კლასის შენობა-ნაგებობებისათვის, ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომელთა საერთო სამშენებლო ფართი აღემატება 6000 მ2-ს:
ე) მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტში ცვლილების შეტანის შესახებ, დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:
• განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 50 ლარი. 5. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი: ა) II-III-IV კლასის შენობა-ნაგებობებისათვის: ბ) ერთჯერადი შემოწმება პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის 1მ2-ზე – 0,30 ლარი; გ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის 1 მ2 -ზე – 0,60 ლარი; დ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის განმავლობაში პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის 1 მ2 -ზე – 1,20 ლარი. ე) ამ მუხლის მე-4 პუნქტი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვნებული, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის სათავსოს, მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემაზე; ვ) იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობების სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები შეესაბამება ამ მუხლის მე-4 პუნქტის ორ, ან რამდენიმე ქვეპუნქტის მოთხოვნებს, დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი გადაიხდება იმ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობას.“; გ) დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება მოსაკრებლისგან გათავისუფლებულია: ა) სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებულ ობიექტთა მშენებლობა.“; დ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელია აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახური.“; ე) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. მშენებლობის ნებართვის გამცემი 1. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას გასცემს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი. 2. მოსაკრებლის ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფაზე პასუხისმგებლობა ეკისრება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურს.“ ვ) დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს ან/და საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.“; ზ) დადგენილებით დამტკიცებული №3 დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ (შემდგომში – სამსახური) მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ან მისი ნაწილის/ნაწილების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის (შემდგომში – მოსაკრებელი) გადახდის და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესსა და პირობებს.“ ; თ) ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული №3 დანართის მე-3 მუხლი; ი) დადგენილებით დამტკიცებული №4 დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მოსაკრებლის ცნება მოსაკრებელი არის პირის მიერ საკრებულოს დადგენილი ოდენობით აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიერ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებისთვის გადასახდელი სავალდებულო თანხა.“ ; კ) დადგენილებით დამტკიცებული №5 დანართის ქვითრის ფორმის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ქვითარი № დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი“ ლ) დადგენილებით დამტკიცებული №6 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები