„პროგრამა ,,ცოდნის კარის” ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 130
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 93, 28/07/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 28/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
130
24/07/2009
სსმ, 93, 28/07/2009
0000.00.00.000000
„პროგრამა ,,ცოდნის კარის” ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №130

2009 წლის 24 ივლისი

 ქ. თბილისი

„პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №36 დადგენილებაში (სსმ III, 2009 წელი, №22, მუხლი 289) შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროგრამა „ცოდნის კარის” ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან არა უმეტეს  6 000 000 (ექვსი მილიონი) ლარისა გადაურიცხოს საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განვითარებისა და რეფორმების ფონდს (შემდგომში – ფონდი) მისი მოთხოვნის შესაბამისად.

3. ფონდმა პროგრამა „ცოდნის კარი“ განახორციელოს თანდართული წესისა და პირობების შესაბამისად და უზრუნველყოს პროგრამის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება. ფონდისათვის გამოყოფილი თანხის არა უმეტეს 5 პროცენტისა შესაძლებელია გაიხარჯოს პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებათა დასაფინანსებლად.“.

    მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური