დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 236 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 15/06/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/06/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017107 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. 99-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. მიმდინარე საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) განმავლობაში, ამ ბრძანების 1051 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის უფლებამონაცვლე პირი სარგებლობს მიმდინარე საანგარიშო კვარტალზე გაცემული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშნებით.“. 2. 105-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1051 მუხლი: „1051. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელი პირის რეორგანიზაციისას აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვის გადაცემა 1. პირის რეორგანიზაციისას, რომელიც ფლობს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვას, აღნიშნული ნებართვა შესაძლებელია გადაეცეს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელი პირის უფლებამონაცვლეს, იმ შემთხვევაში თუ იგი აკმაყოფილებს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტით და სამორინეს მოწყობის ნებართვის შემთხვევაში მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის უფლებამონაცვლე ვალდებულია, უწყებრივ სანებართვო რეესტრში ცვლილების განხორციელების მიზნით, რეორგანიზაციიდან 2 დღის ვადაში შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება, რითაც დასტურდება უფლებამონაცვლისთვის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის გადაცემა. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის სანებართვო მოწმობაში განხორციელდება შესაბამისი ცვლილება. 4. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის უფლებამონაცვლე ვალდებულია შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობები.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები