დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის N10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 106/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 14/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/06/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 26/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016304 |
106/04
14/06/2018
ვებგვერდი, 15/06/2018
220020000.18.011.016304
„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის N10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
|
„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 140211, 14/02/2011; ს/კ: 220020000.18.011.016022) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა არის 5%.“. 2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „2. ეროვნული ვალუტის სარეზერვო ანგარიშზე არსებულ დასაცავი პერიოდის საშუალო ნაშთზე, მაგრამ არაუმეტეს მინიმალური რეზერვის თანხისა, ბანკს დაერიცხება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პროცენტი.”. |
| მუხლი 2 |
2018 წლის 26 ივნისიდან 2018 წლის 25 ივლისის ჩათვლით მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვა კომერციულმა ბანკებმა უნდა განახორციელონ ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესით. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 26 ივნისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები