ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და აღრიცხვა ანგარიშგების წესის,გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ" ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/06/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 04/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.141.016264
39
14/06/2018
ვებგვერდი, 20/06/2018
010250050.35.141.016264
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და აღრიცხვა ანგარიშგების წესის,გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ" ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2018 წლის  14 ივნისი

ქ. ახალქალაქი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს  ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017 წლის 30 ივნისის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/07/2017,  სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.141.016202)  შეტანილი  შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.“.

2. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

„ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ საქართველოს კანონის 239-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, სამართალდარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, აღრიცხვის ჟურნალის წარმოება და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება უზრუნველყოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურმა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა  კომპეტენციის შესაბამისად.

3. დადგენილების მე-3 დანართის მე-2  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 3

მუხლი 2. ოქმის მომარაგება, გაცემა და დაბრუნება

1. ოქმის შეკვეთას მუნიციპალიტეტი აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.

2. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.

3. ოქმების გაცემა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურისათვის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურისათვის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისათვის ხორციელდება მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

4. ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან