დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-1043/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 12/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2015 წლის 6 აპრილის №02-450/ო ბრძანება შპს „ემერჯენსი სერვისის“ (ს/ნ 204571043) ფილიალისთვის (ფაქტობრივი მისამართი: საგარეჯო, კახეთის გზატკეცილი№13) – „სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“ („სასწრაფო სამედიცინო დახმარება"). 2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნეს სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6); 4. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს„ემერჯენსი სერვისის“ გენერალური დირექტორის გიორგი ვაშაკიძის განცხადება: №55211,07.06.2018წ. სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები