„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 31 აგვისტოს N019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 31 აგვისტოს N019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 02
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 13/06/2018
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 28/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 310040000.55.067.016096
02
13/06/2018
ვებგვერდი, 14/06/2018
310040000.55.067.016096
„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 31 აგვისტოს N019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №02

2018 წლის 13 ივნისი

ქ. ბათუმი

 

„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 31 აგვისტოს №019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს №019 ბრძანებით დამტკიცებულ „ნავსადგურის წესებში“ (სსმ, ვებპორტალი, 31.08.2012 310040000.55.067.016024;) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) წესის 97-ე მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფოთის ნავსადგური მოიცავს სამხრეთ და ჩრდილოეთ ნავსაყუდელს, შიდა აუზს, სამხრეთ, დასავლეთ და ახალ ჩრდილოეთ მოლს, შესასვლელ არხს და გარე რეიდს. ფოთის ნავსადგურის ტერიტორია შედგება დაცული (სარეჟიმო) და გახსნილი (ღია) ნაწილებისაგან, რომელზეც განლაგებულია კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგური“  და „პეის ტერმინალი“. ფოთის ნავსადგურის აკვატორია მოცემულია ამ „წესების“ დანართ №10-ში.“;

ა.ბ) მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაცული (სარეჟიმო) ნაწილი წარმოადგენს ნავსადგურის იმ ტერიტორიას, რომელზეც ვრცელდება ნავსადგურის უშიშროების დაცვის გეგმა და სერტიფიცირებულია „გემებისა და ნავსადგურების უშიშროების საერთაშორისო კოდექსის“ (ISPS)  მოთხოვნების შესაბამისად.“;

ბ) წესის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ახალი ნავსადგურის ნავსაყუდელს – ზღვის სივრცე, რომელიც შემოფარგლულია ჩრდილოეთ მოლით, ახალი ჩრდილოეთ მოლით და შიდა დასავლეთ მოლით. ახალი ნავსადგურის ნავსაყუდელში განლაგებულია სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზა და „პეის ტერმინალი“.;

გ)  წესის მე-100 მუხლის მე-2  პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიზაზა მახარაძე