სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-1041/ო
დოკუმენტის მიმღები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 12/06/2018
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2018
სარეგისტრაციო კოდი
02-1041/ო
12/06/2018
ვებგვერდი, 15/06/2018
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
 

 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბრძანება №02-1041/ო      

2018 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

 

სსიპ  – სამედიცინო  საქმიანობის  სახელმწიფო  რეგულირების  სააგენტოს  უფროსის ბრძანების  ძალადაკარგულად  გამოცხადების  შესახებ


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2016 წლის 22 აგვისტოს №02-1440/ო ბრძანება შპს „ემერჯენსი სერვისის“ (ს/ნ 204571043) ფილიალისთვის (ფაქტობრივი მისამართი: ოზურგეთი, ე. ნინოშვილის ქუჩა №3) – „სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“ („სასწრაფო სამედიცინო დახმარება“).

2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნეს სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).

4. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი:

შპს „ემერჯენსი სერვისის“ გენერალური დირექტორის გიორგი ვაშაკიძის განცხადება: №55211, 07.06.2018წ.

სააგენტოს უფროსი                      გია თვალავაძე.