დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-936/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 28/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
|
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 9, მე-16 პუნქტი) და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიეცეს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ საქმიანობის განხორციელების უფლება სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ (ფაქტობრივიი მისამართი: დმანისი, ნანა დედოფლის ქ. №9) ფილიალს შემდეგ ფაქტობრივი მისამართზე: ქ. ბათუმი, პუშკინის ქ. №154. 2. სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“-ს ფილიალების ძველი ფაქტობრივიი მისამართების: ა) სიღნაღი, აღმაშენებლის ქუჩა №13 ბ) ყვარელი, ჭავჭავაძის ქუჩა „ნაბაღრები“ გ) ხაშური, გორკის ქუჩა №2 დ) ლენტეხი, აღმაშენებლის ქუჩა №1 ე) თელავი, ალაზნის გამზირი ნაცვლად დაფიქსირდეს შემდეგი ფაქტობრივიი მისამართები: ა) სიღნაღი, აღმაშენებლის ქუჩა №5 ბ) ყვარელი, ჭავჭავაძის ქუჩა №21 გ) ხაშური, ფარნავაზის ქუჩა №4 დ) მუნიციპალიტეტი ლენტეხი, ჯ. მეშველიანის ქუჩა №4/დაბა ლენტეხი, სტალინის ქუჩა ე) თელავი, სეხნიაშვილის ქუჩა №1. 3. ბრძანების პირველ და მეორე პუნქტებში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნეს სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავიტ აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6). 5. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. საფუძველი: სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ დირექტორის ა. თალაკვაძის განცხადებები: №41446 01.05.2018წ., №49558; 23.05.2018წ. მოხსენებითი ბარათი №02-11826 25.05.2018წ. სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები