დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გემებზე მავნე დაბინძურების საწინააღმდეგო სისტემების კონტროლის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციასთან შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 335 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480140000.10.003.020650 |
335
13/06/2018
ვებგვერდი, 14/06/2018
480140000.10.003.020650
„გემებზე მავნე დაბინძურების საწინააღმდეგო სისტემების კონტროლის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციასთან შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
„გემებზე მავნე დაბინძურების საწინააღმდეგო სისტემების კონტროლის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციასთან შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, საქართველო შეუერთდეს „გემებზე მავნე დაბინძურების საწინააღმდეგო სისტემების კონტროლის შესახებ“ 2001 წლის 5 ოქტომბრის საერთაშორისო კონვენციას.
|
| მუხლი 2 |
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული კონვენციის დადების შესახებ; ბ) შეატყობინოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, როგორც კონვენციის დეპოზიტარს, ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული კონვენციის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები