დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის №1067 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 94/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017553 |
|
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის №1067 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის №1067 ბრძანებაში (სსმ, №148, 01/12/2009; სარეგისტრაციო კოდი: 430.210.000.22.022.013.869) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის“:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაინტერესებული პირის თანხმობით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია ცენტრში შეიძლება წარმოდგენილ იქნეს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით, რომელსაც ამ მიზნისთვის სათანადო უფლებამოსილებას ანიჭებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.“. 2. მე-5 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების მიღების ფაქტის დადასტურების მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია, მიიღოს ამავე წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან ან საერთაშორისო ორგანიზაციისაგან.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები