დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 100 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.130.016309 |
|
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
|
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №6 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი 04/02/2016წ. სარეგისტრაციო კოდი:190020020.35.130.016181) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
ეს წესი არეგულირებს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით წარმატებული სპორტსმენების, ახალგაზრდებისა და პედაგოგების დაჯილდოების წესს. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტებები |
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ჯილდო – ერთჯერადი ფულადი ჯილდო; ბ) წარმატებული სპორტსმენი – საქართველოს ჩემპიონატში საჩხერის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი, ასევე სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონატებში; გ) წარმატებული მწვრთნელი – ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმატებული სპორტსმენის მწვრთნელი; დ) წარმატებული ახალგაზრდა – მუნიციპალიტეტის კულტურულ-შემოქმედებითი დაწესებულებისა და სამუსიკო სკოლის მოსწავლე/ახალგაზრდა, რომელმაც დაიკავა I, II, III საპრიზო ადგილი საქართველოსა და საერთაშორისო კონკურსებში, რომელიც კონკურსში მონაწილეობს საჩხერის მუნიციპალიტეტის სახელით; ე) წარმატებული გუნდი – სპორტულ, ინტელექტუალურ, კულტურულ-შემოქმედებით ჩემპიონატებსა და კონკურსებში საჩხერის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე გუნდი, რომელმაც დაიკავა I ან II ადგილი. |
მუხლი 3.
წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის დაჯილდოება |
1. წარმატებული სპორტსმენის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) საქართველოს ჩემპიონატი დიდებში (ოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 700 ლარი; II ადგილი – 500 ლარი; III ადგილი – 300 ლარი; ბ) საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის: I ადგილი – 400 ლარი; II ადგილი – 300 ლარი; III – ადგილი 200 ლარი; გ) საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის: I ადგილი – 300 ლარი; II ადგილი – 200 ლარი; III ადგილი – 150 ლარი; დ) საქართველოს ჩემპიონატი გუნდურ პირველობაში: I ადგილი – 1500 ლარი; II ადგილი – 1000 ლარი; ე) საქართველოს ჩემპიონატი დიდებში (არაოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 500 ლარი; II – ადგილი 300 ლარი; III – ადგილი 200; ე1) საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: I ადგილი – 400 ლარი, II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200 ლარი; ე2) საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: I ადგილი – 300 ლარი, II ადგილი- 200 ლარი, III ადგილი – 150 ლარი; ვ) საქართველოს ჩემპიონატი გუნდურ პირველობაში: I ადგილი 800 – ლარი; II ადგილი – 600 ლარი; ზ) ევროპის ჩემპიონატი დიდებში (ოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 2000 ლარი; II ადგილი – 1500 ლარი; III ადგილი – 1000 ლარი; თ) ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის: I ადგილი – 1500 ლარი; II ადგილი – 1000 ლარი; III ადგილი – 800 ლარი; ი) ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის: I ადგილი – 1000 ლარი; II ადგილი – 800 ლარი; III ადგილი – 600 ლარი; კ) ევროპის ჩემპიონატი დიდებში (არაოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 1500 ლარი; II ადგილი – 1000 ლარი; III ადგილი – 800 ლარი; კ1) ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში: I ადგილი – 1200 ლარი, II ადგილი – 900 ლარი, III ადგილი – 700 ლარი; კ2) ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკებში: I ადგილი – 800 ლარი, II ადგილი – 600 ლარი, III ადგილი – 400 ლარი; ლ) მსოფლიო ჩემპიონატი დიდებში (ოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 5000 ლარი; II ადგილი – 3000 ლარი; III ადგილი – 2000 ლარი; მ) მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის: I ადგილი – 2000 ლარი; II ადგილი – 1500 ლარი; III ადგილი – 1000 ლარი; ნ) მსოფლიო ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის: I ადგილი – 1500 ლარი; II ადგილი – 1000 ლარი; III ადგილი – 800 ლარი; ო) მსოფლიო ჩემპიონატი დიდებში (არაოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 2000 ლარი; II ადგილი – 1500 ლარი; III ადგილი – 1200 ლარი; პ) მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის: I ადგილი – 1500 ლარი; II ადგილი – 1200 ლარი; III ადგილი – 1000 ლარი; პ1) მსოფლიო ჩემპიონატი ჭაბუკებში: I ადგილი - 1000 ლარი, II ადგილი - 800 ლარი, III ადგილი - 600 ლარი; ჟ) ოლიმპიური თამაშები: I ადგილი – 10 000 ლარი; II ადგილი – 7 000 ლარი; III ადგილი – 5 000 ლარი; რ) ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები: I ადგილი – 2000 ლარი; II ადგილი – 1500 ლარი; III ადგილი – 1000 ლარი; ს) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული სპორტული ღონისძიებების კალენდარული გეგმით სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისათვის სპორტსმენზე განსაზღვრული ერთი უმაღლესი საპრემიო თანხის 50% გაიცემა გამარჯვებული სპორტსმენების პირად მწვრთნელებზე. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში, ოლიმპიადაში წარმატებულ სპორტსმენთა პირველ მწვრთნელებზე კი ამ სპორტსმენებისათვის განსაზღვრული თანხების 30%. 2. წარმატებულმა სპორტსმენმა/შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელმა (კანონიერმა წარმომადგენელმა, არასრულწლოვანი სპორტმენის შემთხვევაში) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) წარმატებული სპორტსმენის პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ); გ) შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) სპორტსმენის/კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან. 3. წარმატებულმა მწვრთნელმა/დაწესებულების ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) წარმატებული მწვრთნელის პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ); გ) შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) მწვრთნელის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან. |
მუხლი 4.
წარმატებული ახალგაზრდის და პედაგოგის დაჯილდოება |
1. წარმატებული ახალგაზრდის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში: I ადგილი – 500 ლარი; II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200 ლარი; ბ) საქართველოს ფესტივალებსა და კონკურსებში:„გრან -პრი“ – 400 ლარი; I ადგილი – 300 ლარი. 2. წარმატებული ახალგაზრდის პედაგოგის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს ამ ახალგაზრდაზე გასაცემი თანხის 50% -ით. 3. წარმატებულმა ახალგაზრდამ (კანონიერმა წარმომადგენელმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) წარმატებული ახალგაზრდის (კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი არასრულწლოვნის შემთხვევაში) პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ); გ) შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან. 4. წარმატებული ახალგაზრდის პედაგოგმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ); გ) წარმატებული ახალგაზრდის შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან. |
მუხლი 5.
სამუშაო ჯგუფი |
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის საკითხს განიხილავს სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ქმნის და მის თავმჯდომარეს, მდივანს, ნიშნავს მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტით.
2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 წევრისაგან. სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, არანაკლებ საერთო შემადგენლობის 1/3-ისა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა. 3. სამუშაო ჯგუფი ამზადებს დასკვნებს და გადასცემს შესაბამის სამსახურს ბრძანების პროექტის მომზადების მიზნით. |
მუხლი 6.
ჯილდოს გაცემის წესი |
ამ წესით განსაზღვრული ფულადი ჯილდოს გაცემა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გათვალისწინებით.
შენიშვნა: წინამდებარე წესი ვრცელდება პარაოლიმპიურ სპორტსმენებსა და მწვრთნელებზე |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები