ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-499
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.023.016523
2-499
25/06/2018
ვებგვერდი, 27/06/2018
010320000.22.023.016523
ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-499

2018 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტების  შესაბამისად, ვბრძანებ :


მუხლი 1

ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 აპრილის №195 ბრძანება;

ბ) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №1 ბრძანება.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი