ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/06/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016486
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
50
13/06/2018
ვებგვერდი, 18/06/2018
010250050.35.160.016486
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/06/2018 - 20/07/2018)

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №50

2018 წლის 13 ივნისი

ქ. რუსთავი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბრის №4 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 04) განხორციელების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი



დანართი 1

 „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე ქვეპროგრამის განხორციელების

წ ე ს ი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 04) განხორციელების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ (კოდი: 06 02 04) განხორციელების პირობებს და პროცედურებს.

2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური.

 

მუხლი 2. ქვეპროგრამის მოსარგებლეები

1. ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აჭარბებს 150 000-ს;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები - სტატუსით „უსინათლო“;

გ) სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ მიერ მოწოდებულ ვეტერანთა სიაში რეგისტრირებული და შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ვეტერანის მოწმობის (სტატუსი) მქონე პირები;

დ) სსიპ „ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის“, ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“, სსიპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების“ – „ქალაქ რუსთავის სამუსიკო სასწავლებელის“, ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“, ა(ა)იპ „რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების“, ა(ა)იპ „რუსთავის ისტორიული მუზეუმის“, ა(ა)იპ „გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის“, ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის“, სსიპ – პროფესიული კოლეჯი „მოდუსის“, ა(ა)იპ „რუსთავსერვისცენტრის“ თანამშრომლები.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად პირი რეგისტრირებული და მცხოვრები უნდა იყოს ქალაქ რუსთავში არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში, უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ), გარდა იძულებით გადაადგილებული პირებისა, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.

 

მუხლი 3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოცულობა

1. ქვეპროგრამით მოსარგებლეებს დაუფინანსდებათ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა 0.40 ლარის ოდენობით, თვეში არაუმეტეს 60-ჯერ.

 

მუხლი 4ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმები

1. ქვეპროგრამით მოსარგებლე პირების ბაზა ფორმირდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველთვიურად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოდან“, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან“, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინიტროდან, სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან“, ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სსიპ და ა(ა)იპ-ებიდან მიღებული მონაცემების (მონაცემთა ბაზა) და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის მიერ მოსარგებლე პირების ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე.

2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური აწვდის ინფორმაციას შესაბამის ბანკს პროგრამით მოსარგებლეთა შესახებ, რის შემდეგაც ბანკი, მოსარგებლის მიმართვის საფუძველზე, უზრუნველყოფს მათთვის მგზავრობისათვის საჭირო ელექტრონული ბარათების დამზადებასა და გადაცემას.

3. ქვეპროგრამის დაფინანსებისთვის საჭირო თანხები გამოიყოფა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამით“ გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

 

მუხლი 5ანგარიშსწორება

1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ბანკიდან მიღებული ინფორმაციის (მგზავრობის ტრანზაქციის რაოდენობის რეესტრი) და მასთან არსებული ბაზების შემოწმების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებელთან ადგენს მიღება-ჩაბარების აქტს.

2. მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ახორციელებს ანგარიშსწორებას მომსახურების მიმწოდებელთან.