დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 110 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.017016 |
|
„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20/10/2015, 100110000.22.038.016564) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:“.
2. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის: ა) 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 41 1. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებიდან სხვა პატიმრობის ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გაყვანა/გადაყვანა შესაძლებელია დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით შემდეგი გარემოების არსებობისას: ა) პენიტენციური დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევისას; ბ) ბრალდებულისა ან/და სხვა პირთა უსაფრთხოების ან პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; გ) ბრალდებულის ავადმყოფობისას; დ) პენიტენციური დაწესებულების რეორგანიზაციისას; ე) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციისას; ვ) პენიტენციური დაწესებულების გადატვირთულობისას; ზ) პატიმრობის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას; თ) ბრალდებულის განცხადების არსებობისას; ი) სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას. 2. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებიდან სხვა პატიმრობის ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გაყვანა/გადაყვანა ხორციელდება ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.“.
ბ) 41 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 მუხლი: „მუხლი 42 დეპარტამენტის დირექტორს უფლება აქვს არ დააკმაყოფილოს გაყვანა/გადაყვანის მოთხოვნა ამ წესის მე-4 მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი: ა) ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან მომდინარე საფრთხე დაწესებულებისთვის ან გარშემომყოფთათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსა ან/და სამართალდამცველი ორგანოებისათვის, საშიშროების რისკის დონის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად ართულებს გაყვანა/გადაყვანის პროცესს; ბ) დანიშნულების ადგილი საჭიროებს დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღებას; გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანა/გადაყვანა, მისი სუიციდის რისკის დონის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი და საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს; დ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანა/გადაყვანა, მათ შორის, ამ მუხლის „ა-გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში, დაკავშირებულია სამინისტროს მიერ გაუთვალისწინებელი და არამიზანშეწონილი ხარჯების გაღებასთან; ე) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმის დასკვნის საფუძველზე, არ იძლევა მისი გაყვანა/გადაყვანის საშუალებას; ვ) არსებობს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გაქცევის რისკი.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები