„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2481-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 010110000.04.001.016220
2481-რს
06/06/2018
ვებგვერდი, 21/06/2018
010110000.04.001.016220
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.05.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010110000.04.001.016108) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენის წესი განისაზღვრება ამ კანონის 301 მუხლით.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 მუხლი:

„მუხლი 301. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენა

1. საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, მიიჩნევიან:

ა) საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული პირი, რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ცხოვრობდა 1991 წლის 21 დეკემბრამდე, არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და რომლის მიმართაც არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება;

ბ)  საქართველოში  1991  წლის  21  დეკემბრამდე  დაბადებული  და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე 1991 წლის 21 დეკემბრამდე მცხოვრები პირის შვილი, რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და რომლის მიმართაც არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება.

2. დაინტერესებული პირი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადებით მიმართავს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

3. სააგენტო შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მონაწილეობით იხილავს განცხადებას და ამოწმებს მასში მითითებული ინფორმაციის სისწორესა და სანდოობას. სააგენტო აღნიშნული განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ ან საქართველოს მოქალაქეობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 301 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული  კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 ივნისი 2018 წ.

N2481-რს