,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული საშენი მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის №240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული საშენი მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის №240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-500
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 25/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016524
2-500
25/06/2018
ვებგვერდი, 27/06/2018
040030000.22.023.016524
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული საშენი მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის №240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-500

2018 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული საშენი მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის №240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული   აქტების   შესახებ“ საქართველოს   კანონის მე-20  მუხლის   მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1
„საჯარო   სამართლის   იურიდიული   პირის – ეროვნული   საშენი   მეურნეობის   დებულების დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს  გარემოსა  და  ბუნებრივი  რესურსების  დაცვის  მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის №240 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 31/12/2015, 040030000.22.023.016364) შევიდეს ცვლილება  და  ბრძანებით დამტკიცებულ დებულების:

 

1. პირველი   მუხლის   პირველი   პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საჯარო   სამართლის   იურიდიული   პირი   –   ეროვნული   საშენი   მეურნეობა   (შემდგომში   – მეურნეობა)   არის   საქართველოს   გარემოს   დაცვისა   და   სოფლის   მეურნეობის   სამინისტროს (შემდგომში   –   სამინისტრო)   სისტემაში   შემავალი   საჯარო   სამართლის   იურიდიული   პირი, რომელიც სახელმწიფოს  კონტროლით  დამოუკიდებლად  ახორციელებს  თავის  საქმიანობას.“.

 

2. მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკური და იურიდიული პირების მომართვისა და შესაბამისი ხელშეკრულების  საფუძველზე, მათთვის ფასიანი მომსახურების გაწევა, მათ შორის, სანერგის  და  სხვა  „მწვანე  ინფრასტრუქტურის“ (ტყის, ფერდობის, ქარსაფარი ზოლის, ურბანული  და დეკორატიული სკვერის და  სხვ.) განაშენიანების დაგეგმვა, დაპროექტება და მოწყობა (გაშენება);“;

 

3. მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ადგილობრივი ფლორის იშვიათი სახეობების გავრცელების მიზნით სარეალიზაციო პუნქტების მოწყობა. მეურნეობის მიერ გამოყვანილი, მოშენებული და წარმოებული პროდუქციის საცალო და საბითუმო რეალიზაცია, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, კანონმდებლობის შესაბამისად“.

 

4. მე-3 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისთვის საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის, პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების მიწოდება;“.

5. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მეურნეობას  ერთპიროვნულად  ხელმძღვანელობს  დირექტორი,  რომელსაც  თანამდებობაზე ნიშნავს   და   თანამდებობიდან   ათავისუფლებს   საქართველოს   გარემოს   დაცვისა   და   სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).“.

 

6. მე-5    მუხლის    მე-5    პუნქტის    ,,“    ქვეპუნქტი    ჩამოყალიბდეს    შემდეგი რედაქციით:

,,თ) კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკური და იურიდიული პირების მომართვისა და შესაბამისი ხელშეკრულების  საფუძველზე,  სანერგის  და  სხვა „მწვანე  ინფრასტრუქტურის“  (ტყის,  ფერდობის, ქარსაფარი ზოლის,  ურბანული  და  დეკორატიული სკვერის და  სხვ.) განაშენიანების დაგეგმვა, დაპროექტება და მოწყობა (გაშენება);“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი