დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის #63 დადგენილებაში ცვლილების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/06/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.159.016342 |
|
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის №63 დადგენილებაში ცვლილების შესახებ
|
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის №63 დადგენილების (www.matsne.gov.ge; 04/01/2018, №190020020.35.159.016312) დანართ №1-ში და |
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
“. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
“. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4.
მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
“. |
5.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება; |
ა)
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა
|
ბ)
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება
“. |
6.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
“. |
7.
მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია მოსახლეობის ზედაპირული გრუნტის წყლის მოხვედრისაგან დაცული, მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძოდ, სოფ. ბაიდარის სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა, სოფ. ყუდროში, მარადისში და ბეითარაბჩიში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სოფ. ულაშლოში სასმელი წყლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, სოფელ აღმამედლოში სამელი წყლის ჭაბურღილის ტუმბოს შეძენა, და სხვა. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოსაყოფი თანხების თანადაფინანსება გათვალისწინებული იქნება პროექტების შესაბამისად სულ 865,5 ათასი ლარი, მათ შორის: · სოფ. სადახლოს სასმელი წყლის რეაბილიტაცია II ეტაპი – 360,7 ათ.ლარი; · სოფ. აღმამედლოს სასმელი წყლის რეაბილიტაცია II ეტაპი – 139,3 ათ.ლარი; · სოფ. კირაჩ-მუღანლოს სასმელი წყლის რეაბილიტაცია – 365,5 ათ.ლარი. ტექზედამხედველობის განხორციელებისათვის გათვალისწინებული იქნება თანხა 119,5 ათ.ლარის ოდენობით. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებით, მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გზების რეაბილიტაციაზე გამოყოფილი ტრანსფერის ნაშთი 191,8 ათასი ლარი მოხმარდება შემდეგი პროექტის განხორციელებას: 191,8 ათასი ლარი – სოფელ იმირში სასმელი წყლის ჭაბურღილის და სატუმბი სადგურის მოწყობა; აღნიშნული პროექტისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსება გათვალისწინებული იქნება 163,6 ათასი ლარის ოდენობით.“. |
8.
მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ა) სკვერებისა და პარკების გაშენება-რეკონსტრუქციისა და ქალაქის გამწვანების და მოვლა-პატრონობის ღონისძიებები ქვეპროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერებისა და პარკების, დასასვენებელი ადგილების მოვლა და საჭიროების შემთხვევაში მათი რეაბილიტაცია და აგრეთვე ახალი სკვერების, პარკების და დასასვენებელი ადგილების მოწყობა, კერძოდ, სოფ. სიონში საკომუნიკაციო კუთხე და საბავშვო მოედანი ერთ სივრცეში, სოფ. ყიზილ-აჯლოში შშმ პირთა სოციალური მომსახურების ცენტრის ეზოს კეთილმოწყობა და სხვა. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოსაყოფი თანხის თანადაფინანსება გათვალისწინებული იქნება პროექტის შესაბამისად 225,5 ათასი ლარი ქ. მარნეულში ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ – მიმდებარე სკვერის რეაბილიტაციისათვის.“. |
9.
მე-15 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძოდ სოფელ საიმერლოში საბავშვო ბაღის და სოფ. შაუმიანში არსებული საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე დამხმარე შენობის მშენებლობა, სოფ. ალგეთის ბაღისათვის სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის ხარჯთაღრიცხვის შესყიდვა, სოფ. ალგეთისა და სადახლოს საბავშვო ბაღის ინვენტარის შეძენა და სხვა.“. |
10.
მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები