დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მაისის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 66 |
დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 08/06/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/06/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.148.016512 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მაისის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მაისის №55 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/05/2018; 010250020.35.148.016501) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ჭირისუფლმა გარდაცვლილის დასაკრძალავად უნდა მიმართოს სასაფლაოების მმართველ ორგანიზაციას, რომელიც დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდისა და გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შემდეგ (გამონაკლის შემთხვევაში უქმე დღეების გამო ან სხვა რაიმე საპატიო მიზეზით გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ან ექსპერტიზის აქტის წარმოდგენის შემდეგ) ჭირისუფალს გამოუყოფს შესაბამისი საჭიროების რაოდენობის სამარიან საფლავს.“ ; ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საფლავში, როგორც წესი, შეიძლება იყოს არაუმეტეს რვა სამარე. გამონაკლისი შეიძლება გათვალიწინებულ იქნეს სასაფლაო ტერიტორიის დაგეგმარების პროექტით, რაც შეთანხმებული უნდა იყოს გორის მუნიციპალიტეტის მერთან.“; გ) დადგენილებით დამტკიცებულ წესის მე-9 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „21. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საფლავის გამოყოფა შეიძლება მხოლოდ ამ წესის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები