„დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურის შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 მარტის N110 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2-668
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 13/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 360050000.22.023.016542
2-668
13/08/2018
ვებგვერდი, 15/08/2018
360050000.22.023.016542
„დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურის შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 მარტის N110 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-668

2018 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

„დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურის შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 მარტის №110 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტების  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურის შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 მარტის №110 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14/03/2014, 360050000.22.023.016234) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძნებით დამტკიცებული „დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურის“:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპები და პროცედურა განსაზღვრავს  საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) მართვის ქვეშ მყოფი დაცული ტერიტორიების კატეგორიების, კერძოდ: სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმების სტრუქტურას, შინაარსს, ამ გეგმების შემუშავების მეთოდოლოგიას და პროცესს.“

2. მე-13 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) მენეჯმენტის გეგმის საბოლოო პროექტის შეჯერება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისათვის წარსადგენად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი