„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 91/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 11/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 010040020.22.022.017550
91/ნ
11/06/2018
ვებგვერდი, 12/06/2018
010040020.22.022.017550
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №91/ნ

2018 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახე საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2001 . №18, მუხლი 158) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

ა) მე -8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„6. სათათბიროს თავმჯდომარესა და სათათბიროს წევრთა არანაკლებ ერთ მესამედს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ მოიწვიონ სათათბიროს რიგგარეშე სხდომა.“;

ბ) მე -10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

10. სათათბიროს თავმჯდომარეობს სათათბიროს შექმნის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.“;

გ) 101 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

101. სათათბიროს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სათათბიროს თავმჯდომარის უფლება მოვალეობებს ახორციელებს სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე სათათბიროს წევრი, რომელიც განისაზღვრება სათათბიროს შექმნის შესახებ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით.“;

დ) მე -17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

17. სათათბიროს საქმიანობის საერთო კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას, კოლეგიალობის პრინციპის დაცვით, ახორციელებს სათათბიროს თავმჯდომარე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი