დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 324 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/03/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120050000.10.003.020639 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/03/2016, 120050000.10.003.019189) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესდების:
1. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) დათხოვნის პერიოდში განგაშის დროს, აგრეთვე, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, უფროსის გამოძახებით გამოცხადდა სამსახურში ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ.“. 2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების ვადაა ერთი წელი, ამ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან;“. 3. 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის მე-3 პუნქტი: „3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას.“. 4. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 44. სიმთვრალე 1. ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურში, სასწავლებელში, მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში, ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ან სამსახურებრივი ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას, ან სამხედრო ფორმის ტანსაცმელში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას, ან 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას, ან ხელფასიდან 30 %-ის დაქვითვას 3 თვის ვადით, ან 70 საკრედიტო ქულის დაკლებას. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს 4 რიგგარეშე განწესში დანიშვნას, ან 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას, ან სამსახურიდან დათხოვნას, ან სასწავლებლიდან გარიცხვას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, რომელმაც სამინისტროს სისტემაში შემავალი ქვედანაყოფისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება გამოიწვია ან რასაც თან ახლდა სამხედრო მოსამსახურის არაეთიკური ქცევა, გამოიწვევს 4 რიგგარეშე განწესში დანიშვნას, ან 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას, ან სამსახურიდან დათხოვნას, ან სასწავლებლიდან გარიცხვას. 4. ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები