დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 322 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.020637 |
|
„ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/01/2011, 010220020.10.003.016205) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1 ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობა ქეთევან ციხელაშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; ლაშა დარსალია – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გენადი არველაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; ნიკოლოზ გაგუა – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; ნათია მეზვრიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; სოლომონ პავლიაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; ილია ბეგიაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; დავით დონდუა – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; გოჩა ლორთქიფანიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; ლია გიგაური – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; ლევან ხარატიშვილი – საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; ზაზა ბოხუა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი; მამუკა ცოტნიაშვილი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; გრიგოლ ლილუაშვილი – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე; კომისიის წევრი; დავით გვაძაბია – ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი, კომისიის წევრი; ზურაბ ანთაძე – ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი; თინათინ ღოღელიანი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი; გიორგი თუმანიშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის მდივანი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები