დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 92/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.017551 |
|
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016672) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 42. გარდამავალი დებულებანი 1. ეს დებულება გავრცელდეს 2013 წლის 24 ივლისიდან, სამინისტროს, ცენტრის, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის, სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და დაწესებულების მიერ 2013 წლის შემოდგომის ტესტირებისათვის ტესტების მომზადებისა და რეგისტრაციის მიზნით განხორციელებულ მოქმედებებზე. 2. სსიპ – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია უფლებამოსილია 2018 წლის გაზაფხულის პროფესიული ტესტირების გზით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე აპლიკანტთა მიღება გამოაცხადოს 2018 წლის გაზაფხული – ზაფხულის პერიოდში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირებაში მონაწილეობის უფლება არ აქვს პირს, რომელმაც 2018 წლის გაზაფხულის პროფესიული ტესტირების გზით უკვე მოიპოვა სწავლის უფლება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით: ა) სამინისტრო: ა.ა) ცენტრის წარდგინებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების ჩატარების განრიგს; ა.ბ) ტესტირებამდე 3 დღით ადრე ცენტრს წერილობითი სახით წარუდგენს ინფორმაციას (ექსპერტთა გუნდის დასკვნას/დასკვნებს) იმ აპლიკანტთა თაობაზე, რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება გადაადგილებაში, ტესტი გაზრდილი შრიფტით (შრიფტის ზომა არაუმეტეს 20-ისა) ან/და ტესტირების დროის გახანგრძლივება (არაუმეტეს გაორმაგებული დროისა). ბ) მართვის სისტემა: ბ.ა) რეგისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით უზრუნველყოფს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირებაში მონაწილე აპლიკანტთა ბაზების ფორმირებას 1 დღის ვადაში და ტესტირებამდე 3 დღით ადრე ცენტრს ელექტრონული ფორმით აწვდის აპლიკანტთა განაწილების თაობაზე ინფორმაციას (აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და რეგისტრაციის სხვა მონაცემები); გ) ცენტრი: გ.ა) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების ჩატარების განრიგს; დ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით, სსიპ – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია: დ.ა) სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში აცხადებს აპლიკანტთა მიღებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე და მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ასახავს ინფორმაციას ამ პროგრამებზე მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის შესახებ, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით; დ.ბ) ელექტრონული ფორმით უზრუნველყოფს აპლიკანტთა რეგისტრაციას სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში. 5. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე აპლიკანტთა მიღების მიზნით, მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ასახული ინფორმაციის სისწორეს, აპლიკანტთა მიღების გამოცხადების დღეს, ადასტურებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირებაზე აპლიკანტთა მართვის სისტემის სპეციალური პროგრამის გამოყენებით რეგისტრაციას 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს სსიპ – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ხოლო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების ჩატარებას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით, უზრუნველყოფს ცენტრი. 7. ცენტრი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების დასრულებიდან 2 დღის ვადაში, მართვის სისტემას წარუდგენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების შედეგებს. 8. მართვის სისტემა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების შედეგებს 1 დღეში ასახავს მართვის სისტემის სპეციალური პროგრამაში. ამ შედეგების ასახვის შემდგომ, 1 დღის ვადაში, აპლიკანტი უფლებამოსილია შეცვალოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი საფეხურების რეიტინგული ჩამონათვალი, მის მიერ ჩაბარებული პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ფარგლებში, ხოლო ამ ვადის ამოწურვიდან მომდევნო სამუშაო დღეს, მართვის სისტემა ცენტრს წარუდგენს მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ასახულ სრულ ინფორმაციას, აპლიკანტთა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი საფეხურების საბოლოო რეიტინგულ ჩამონათვალსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის მისაღები ადგილების რაოდენობას ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ასევე ამ მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე მიღებულ ინფორმაციას. 9. ცენტრი, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან 2 დღის ვადაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად საფეხურებზე აპლიკანტთა განაწილების მიზნით ქმნის რანჟირების დოკუმენტის პროექტს, რომლის ელექტრონულ ვერსიას აწვდის მართვის სისტემას. 10. მართვის სისტემა, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული რანჟირების დოკუმენტის პროექტის მიღების დღიდან 1 დღის ვადაში ადასტურებს წარმოდგენილი პროექტის სისწორეს და იმავე დღეს უბრუნებს ცენტრს ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც ცენტრი 1 დღის ვადაში ამტკიცებს რანჟირების დოკუმენტს, ხოლო მართვის სისტემა იმავე დღეს უზრუნველყოფს რანჟირების დოკუმენტში ასახულ აპლიკანტთა მონაცემების შეტანას პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში. 11. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული ტესტირების საფუძველზე ვერ მოიპოვებს სწავლის გაგრძელების უფლებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე, უფლება აქვს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირებაში მიღებული ქულა/ქულები შეინახოს და გამოიყენოს მხოლოდ ერთხელ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის მომდევნო ტესტირების მიზნებისთვის. აპლიკანტთა რანჟირება განხორციელდება შესაბამისი ტესტირების გათვალისწინებით. 12. პირები, რომლებსაც 2017 წლის შემოდგომის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირებაში მიღებული ქულა/ქულები შენახული აქვთ, უფლებამოსილები არიან გამოიყენონ შენახული ქულა/ქულები ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიულ ტესტირებაზე. 13. აპლიკანტს არ შეუნარჩუნდება 2018 წლის გაზაფხულის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების შედეგები იმ შემთხვევაში, თუ ის გავა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიულ ტესტირებაზე და მიიღებს შეფასებას. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები