შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის მთავრობას შორის ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის სისტემის შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის მთავრობას შორის ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის სისტემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41/24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2018
ძალაში შესვლის თარიღი 05/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016537
41/24
16/11/2017
ვებგვერდი, 15/06/2018
480610000.03.030.016537
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის მთავრობას შორის ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის სისტემის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

 

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის სისტემის შესახებ

საქართველოს მთავრობა  და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში – მხარეები,

მხედველობაში იღებენ  რა, საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ 2015 წლის 23 აპრილის შეთანხმების დებულებების,

ისწრაფვიან რა გააღრმავონ თანამშრომლობა მხარეთა სახელმწიფოების ეკონომიკური და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მიზნით,

აღიარებენ რა მხარეთა სახელმწიფოების საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ეფექტურობის გაზრდის აუცილებლობას,

მხარეთა სახელმწიფოების საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების, გამტარობის ვადების შემცირების და საბაჟო კონტროლის გამარტივებისთვის პირობების შექმნის მიზნით,

ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობისა და მისი უსაფრთხოების სისტემის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე:


ძირითადი დებულებები

მუხლი 1

წინამდებარე შეთანხმების რეალიზაციის უფლებამოსილებას მხარეები ანიჭებენ მხარეთა სახელმწიფოების საბაჟო ადმინისტრაციებს:

საქართველოში – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულს პირს – შემოსავლების სამსახურს;

ბელარუსის რესპუბლიკაში - ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს.

მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით აცნობებენ ერთმანეთს უფლებამოსილი ორგანოს ცვლილების თაობაზე.

მუხლი 2

ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის სისტემა ეფუძნება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლას, ინფორმაციის გაცვლის ტექნიკური პირობების შესაბამისად.

გამოყენების საგანი და სფერო

მუხლი 3

1. გადაცემული ინფორმაციის შემადგენლობა ფორმირდება წინამდებარე შეთანხმების დანართის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

2. ინფორმაციის გაცვლა განხორციელდება იმ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის მონაწილის სასაქონლო ოპერაციის მიმართ, რომელთა მიმართებაშიც გამოიყენება ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის სისტემა.

3. მხარეთა სახელმწიფოების საბაჟო ორგანოები შეიმუშავებენ და დაამტკიცებენ ინფორმაციის გაცვლის ტექნიკურ პირობებს წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერიდან 6 თვის განმავლობაში.

4. ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის სისტემა წარმოდგენილი იქნება როგორც გავრცელებული პრაქტიკა, რომელიც გამოიყენება ყველა სახის ტრანსპორტისა და საქონლის მიმართ.

5. ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის სისტემის გამოყენება ქართველი და ბელორუსი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიერ მოხდება ნებაყოფლობით.

6. მხარეთა სახელმწიფოების საბაჟო ორგანოები თავიდან აიცილებენ წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებულ წინააღმდეგობებს, რომლებსაც შეეძლებათ ზიანი მიაყენონ, ამ რეგულირების ნებაყოფლობით ხასიათს, იმ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეებს, რომლებიც არ მონაწილეობენ ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის სისტემაში.

7. ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის სისტემა უნდა იყოს გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და არა დისკრიმინაციული. ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობისსისტემის რეალიზაციის პრაქტიკამ არ უნდა გამოიწვიოს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის წარმოქმნა.

მუხლი 4

საგარეო ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეები, რომელთა მიმართაც გამოიყენება ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის სისტემა, ისარგებლებენ შემდეგი უპირატესობით:

ა) საქონლის გაფორმება პრიორიტეტული წესით საბაჟო გამშვებ პუნქტებზე;

ბ) საბაჟო ფორმალობების გამარტივება, სადაც ეს შესაძლებელია, მათ შორის, ცალკე ხაზის გამოყოფა, საქონლის გაფორმების დროის შემცირების მიზნით;

გ) საბაჟო გამშვებ პუნქტებზე საბაჟო შემოწმების არგამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სახეზეა საბაჟო სამართალდარღვევის, კონტრაბანდის, ფულის გათეთრების ნიშნები, ან შემოწმება ხორციელდება რისკების მართვის სისტემის საფუძველზე.

ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოყენება

მუხლი 5

1. მხარეთა საბაჟო ადმინისტრაციები უზრუნველყოფენ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მიღებული ინფორმაციის გამოყენებას, მხარეთა სახელმწიფოთა შორის გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ოპერაციებისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით.

2. მხარეების მიერ მიღებული წინასწარი ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის და არ შეიძლება გადაეცეს მესამე მხარეს ინფორმაციის გამცემი მხარის წერილობითი დასტურის გარეშე.

მუხლი 6

მხარეთა სახელმწიფოებს შორის გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული სახით გაცვლის ორგანიზებისას, მხარეთა საბაჟო ადმინისტრაციები ხელმძღვანელობენ გაერო-ს, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ნორმებით, სტანდარტებით და რეკომენდაციებით, საქართველოს და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კანონმდებლობით, მხედველობაში იღებენ ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო მოწინავე გამოცდილებას.

მუხლი 7

წინამდებარე შეთანხმების დებულებების დარღვევის შემთხვევაში მხარეთა საბაჟო ადმინისტრაციები, მათი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ ყველა აუცილებელ ზომებს და აცნობებენ ერთმანეთს როგორც ასეთი დარღვევების შესახებ, ასევე იმ განსხვავებების და/ან ფალსიფიკაციის შესახებ, რომლებიც მიღებული იქნა მხარეთა სახელმწიფოებს შორის გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაციის გაცვლის შედეგად.

იმპლემენტაცია

მუხლი 8

მხარეთა საბაჟო ადმინისტრაციები განსაზღვრავენ კომპეტენტურ თანამდებობის პირთა სიას, რომლებიც უფლებამოსილნი იქნებიან განახორციელონ პირდაპირი კონტაქტი შემდეგი მიზნებით:

ა) ინფორმაციის გაცვლის ტექნიკური პირობების შემუშავება და შეთანხმება, დამუშავებისა და მონაცემების გადაცემის ტექნოლოგია, ასევე ინფორმაციის დაცვის მოთხოვნების შემუშავება;

ბ) წინამდებარე შეთანხმების რეალიზაციის პროცესში წარმოშობილი ტექნიკური პრობლემების დარეგულირება.

მუხლი 9

1. მხარეთა საბაჟო ადმინისტრაციები, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცვლის ტექნიკური პირობების შემუშავების მიზნით, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან ორგანიზებას გაუკეთებენ საპილოტე პროექტის ჩატარებას და რეალიზაციას, რომლის ხანგრძლივობა იქნება თორმეტი თვე და რომელის ვადაც შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა საბაჟო ადმინისტრაციების წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

2. საპილოტე პროექტის პირველი ექვსი თვის განმავლობაში მხარეთა საბაჟო ადმინისტრაციები შეათანხმებენ:

ა) ინფორმაციის გაცვლის ტექნიკურ პირობებს;

ბ) გადასაცემი მონაცემების ჩამონათვალს, სტრუქტურას და ფორმატს;

გ) ინფორმაციის დაცვის მოთხოვნებს;

დ) ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის სისტემის პროცედურის ფარგლებში, მხარეთა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ურთიერთქმედების ორგანიზების თანმიმდევრობას;

ე) მხარეთა საბაჟო ორგანოების ჩამონათვალი, რომელშიც სრულდება საბაჟო ოპერაციები ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის სისტემის ფარგლებში გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ;

3. მხარეთა საბაჟო ადმინისტრაციები წერილობით აცნობებენ ერთმანეთს საპილოტე პროექტის განხორციელების მზაობის თაობაზე, ასევე, იმ საბაჟო ორგანოების შესახებ, რომლებიც მასში მიიღებენ მონაწილეობას.

4. შემდგომი სამი თვის მანძილზე მხარეები ახორციელებენ ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის სისტემის პრაქტიკულ რეალიზაციას.

სხვა დებულებები

მუხლი 10

წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ ეხება მხარეების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც გამომდინარეობენ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და კონვენციებიდან, რომლის მხარეებსაც ისინი წარმოადგენენ.

დავების გადაწყვეტა

მუხლი 11

1. წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტებისა და შესრულებისას წარმოქმნილი უთანხმოება, გადაწყდება კონსულტაციებისა და (ან) მოლაპარაკებების გზით. ამ სახით უთანხმოების მოუგვარებლობის შემთხვევაში დავები გადაწყდება დიპლომატიური არხების მეშვეობით.

2. ნებისმიერ მხარეს შეუძლია მოითხოვოს მეორე მხარიდან კონსულტაციები წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან, იმპლემენტაციასთან და მასში ცვლილებების შეტანასთან ან ნებისმიერი წარმოშობილი უთანხმოების გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

3. მხარეთა მოლაპარაკებები და/ან კონსულტაციები, ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის შესაბამისად, გაიმართება წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან ოცი დღის განმავლობაში, თუ სხვა რაიმე არ იქნა განსაზღვრული.

ცვლილებები და დამატებების შეტანა

მუხლი 12

მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია შეტანილი იქნეს ცვლილებები და(ან) დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმებად.ასეთი ცვლილებები და(ან) დამატებები შეადგენენ წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა მე-13 მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.

შეთანხმების ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეტა

მუხლი 13

1. მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით ატყობინებენ ერთმანეთს მათი მხრიდან წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე.

2. წინამდებარე შეთანხმება დროებით გამოიყენება მისი ხელმოწერის თარიღიდან და ძალაში შედის, დიპლომატიური არხების მეშვეობით მხარეთა მიერ აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე მიღებული ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან.

3. წინამდებარე შეთანხმება ფორმდება განუსაზღვრელი ვადით და მისი მოქმედება შესაძლებელია შეწყდეს ნებისმიერი მხარის მიერ დიპლომატიური არხების მეშვეობით მოქმედების შეწყვეტის თაობაზე განზრახვის წერილობითი შეტყობინების სახით მიწოდების გზით. მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე შეთანხმება წყვეტს მოქმედებას ამგვარი შეტყობინების მიღების თარიღიდან სამი თვის შემდეგ. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა არ შეეხება უკვე დაწყებულ ტრანზიტის პროცედურებს. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა, ასევე, არ ახდენს გავლენას მიმდინარე პროცედურებზე. ამგვარი პროცედურები დასრულდება წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული დებულებების შესაბამისად.

აღნიშნულის დასადასტურებლად, ქვემორე ხელის მომწერნი, რომელთაც გააჩნიათ სათანადო უფლებამოსილება, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას.

შესრულებულია ქ. თბილისში 16 ნოემბერს 2017 წელს, ორ დედნად, თითოეული მათგანი ქართულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ორივე ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა.

საქართველოს მთავრობის

სახელით

ხელმოწერილია

ბელარუსის რესპუბლიკის

მთავრობის სახელით

ხელმოწერილია

 

 

საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის

რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმხრივი

ვაჭრობის ხელშეწყობის სისტემის შესახებ

შეთანხმების დანართი

გადასაცემი ინფორმაციის შემადგენლობა *

ექსპორტის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს კოდი

გამგზავნი/ექსპორტიორი

საქონლის საერთო რაოდენობა

ადგილების საერთო რაოდენობა

დეკლარაციის რეგისტრაციის ნომერი

მიმღები

გაგზავნისას სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი და რეგისტრაციის ქვეყანა

კონტეინერი (ნიშანი)

მიწოდების პირობა

საზღვარზე აქტიური სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი და რეგისტრაციის ქვეყანა

ვალუტა და აერთო თანხა ანგარიშის მიხედვით

გატანის პუნქტი საზღვარზე

სატვირთო ადგილები და საქონლის აღწერილობა (მარკირება და რაოდენობა, კონტეინერების ნომრები, რაოდენობა და განმასხვავებელი ნიშნები)

საქონლის ნომერი

საქონლის კოდი (10 ნიშნა)

წარმოშობის ქვეყნის კოდი

წონა ბრუტო, კგ

წონა ნეტო, კგ

დამატებითი საზომი ერთეულები

დამატებითი ინფორმაცია/წარსადგენი დოკუმენტები

გამგზავნი საბაჟო

დანიშნულების საბაჟო

ინვოისის ნომერი და თარიღი

გასვლის საბაჟო ორგანოს კოდი

იმპორტის პროცედურის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს კოდი

ცნობები სატრანსპორტო დოკუმენტების შესახებ

თანდართული დოკუმენტების რაოდენობა

სატრანსპორტო დოკუმენტების თარიღი

ცნობა წარმოშობის ქვეყნის შესახებ

საქონლის საბაჟო ღირებულება

* მხარეთა საბაჟო ორგანოების საინფორმაციო სისტემებში ამგვარი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, მხარეთა ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.