დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.113.016358 |
|
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის, 86-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის №
1 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 05/12/2017, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016298) თანდართულ რეგლამენტში შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. 82-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტის შეტანის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს მატერიალურად, ხოლო ელექტრონულად – 0,5%-ს;“. 2. 94-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. წინადადებები და ნორმატიული აქტის პროექტები ჩაითვლება პეტიციის წესით შემოტანილად და საკრებულოს სხდომაზე განიხილება, თუ ამ წინადადებას ან ნორმატიული აქტის პროექტს წარადგენს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1% მატერიალურად, ხოლო ელექტრონულად 0,5%, ან პეტიცია წარდგენილია დასახლების საერთო კრების მიერ და არსებობს საკრებულოს აპარატის დასკვნა ხელმოწერათა ჩატარების კანონიერებისა და ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ.“. 3. 120-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 120. საკრებულოში პეტიციის ინიცირების წესი 1. პეტიცია წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მატერიალურ ან/და ელექტრონულ, ხოლო საერთო კრების მიერ – საერთო კრების რჩეულის ან/და საერთო კრების მიერ უფლებამოსილი პირის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მიმართვას; 2. პეტიციის სახით შეიძლება წარდგენილ იქნეს: ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი; ბ) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები; გ) მუნიციპალიტეტისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა. 3. განცხადება შეტანილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, რომელიც უნდა შეიცავდეს საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 86-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შედგენილი საკრებულოს დადგენილების პროექტი და განმარტებითი ბარათი, უნდა იყოს მითითებული ნორმატიული აქტის საკრებულოს სხდომაზე განხილვის სავარაუდო დრო, პროექტის ავტორის (ავტორების) და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებლის ვინაობა და მისამართი. 4. საკრებულოს აპარატი დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ განცხადებას და განცხადების შემომტან პირს გადასცემს ხელმოწერების შეგროვებისათვის საკრებულოს მიერ დადგენილი ნიმუშის ფურცელებს. ყოველ ასეთ ფურცელზე ხელი უნდა მოაწეროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულმა არა უმეტეს 20-მა ამომრჩევლემა, რომლებმაც თავად უნდა ჩაწერონ სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე/თვე/წელი), პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერის თარიღი. ზემოაღნიშნული მონაცემებით შევსებულ ყოველ ფურცელს, თავისი მისამართის მითითებით ხელს აწერს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი და მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროსა ან საკრებულოს აპარატის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ. 5. ხელმოწერების შეგროვებისათვის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ფორმას თან უნდა დაერთოს საკრებულოს დადგენილების პროექტი და განმარტებითი ბარათი. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი ახდენს წარმოდგენილი საკრებულოს დადგენილების პროექტის, განმარტებითი ბარათის და მხარდამჭერთა ბლანკის აკინძვას, აწერს განცხადების რეგისტრაციის ნომერს, გაცემის თარიღს და ადასტურებს ხელმოწერით. 6. პეტიციის მატერიალურად წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელი/მომხსენებლები ვალდებული არიან ხელმოწერების შეგროვებისათვის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ფორმის გაცემიდან 30 დღის ვადაში თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერები ჩააბარონ საკრებულოს აპარატს. 7. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ პეტიციას და ინიციატორების თანდასწრებით შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით ამოწმებს მხარდამჭერთა ხელმოწერების კანონით დადგენილი რაოდენობის ნამდვილობას. 8. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს პეტიციის რეგისტრაციის მოწმობა მიეცემათ მისი რეგისტრაციაში გატარების შესახებ მიმართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. რეგისტრაციაში გატარებაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მოთხოვნები ან/და პეტიციით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს უფლება აქვს/აქვთ, რეგისტრაციაში გატარებაზე უარი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაასაჩივროს/გაასაჩივრონ სასამართლოში. 9. ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ბლანკზე, რომელიც არ არის ხელმოწერილი ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ და არ არის დამოწმებული სანოტარო ბიუროს ან საკრებულოს აპარატის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან რომელიც არის მოცილებული ინიცირებულ დადგენილების პროექტსა და განმარტებით ბარათს. 10. საკრებულო ვალდებულია პეტიციის წესით შემოტანილი პროექტი რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში განიხილოს საკრებულოს სხდომაზე. 11. საკრებულოს სხდომაზე პეტიციის წესით შემოტანილი პროექტის განხილვაში მომხსენებლის სტატუსით, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს პროექტის ინიციატორთა მიერ დანიშნული მომხსენებელი. 12. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ან ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიცია საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, მისი რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში, შესასწავლად გადაეცემა საკრებულოს შესაბამის კომისიას ან საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით, ან აღნიშნული პეტიცია უფლებამოსილების შესაბამისად, განსახილველად ეგზავნება მერს. საკრებულო საკრებულოს ბიუროს მიერ პეტიციის გადაგზავნიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პეტიციის შესასწავლად საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ ან პეტიციას უგზავნის საკრებულოს შესაბამის კომისიას. 13. საკრებულოს შესაბამისი კომისია ან სამუშაო ჯგუფი პეტიციას მიღებიდან 15 დღის ვადაში განიხილავს საკითხს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) პეტიციის შესაბამისად საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადების მიზანშეწონილად მიჩნევის თაობაზე; ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიციის შესწავლისა და საკრებულოს სხდომისთვის განსახილველად წარდგენის თაობაზე; გ) პეტიციის განხილვის მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე. 14. მერი ვალდებულია განიხილოს საკრებულოს ბიუროს მიერ უფლებამოსილების შესაბამისად გადაგზავნილი პეტიცია და განხილვის შედეგების შესახებ საკრებულოს და პეტიციის წარმდგენ სუბიექტს აცნობოს პეტიციის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში. ეს ვადა საკრებულოს ბიუროს თანხმობით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს. საკრებულო ასევე უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის მერს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა. 15. პეტიციის განხილვის შემდეგ საკრებულო შესაბამის გადაწყვეტილებას მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს პეტიციის წარმდგენ სუბიექტს, მაგრამ თუ პეტიცია საერთო კრების მიერ არის წარდგენილი, პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცია საკრებულოს აპარატმა საერთო კრებას უნდა წარუდგინოს უშუალოდ – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში ან/და უნდა წარუდგინონ საერთო კრების რჩეულს – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში. 16. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 0.5%-ს უფლება აქვს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინოს პეტიცია ელექტრონული ფორმით მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის (შემდგომში – აპლიკაცია) მეშვეობით. 17. ამ მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად, პეტიციის წარდგენის მიზნით მომხსენებელი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომხსენებელთა რაოდენობა აღემატება ერთს, ერთ-ერთი მომხსენებელი, რეგისტრირდება აპლიკაციის მომხმარებლად, რისთვისაც მიუთითებს სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და აპლიკაციაში განათავსებს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) დასკანერებულ ასლს. მომხსენებელს ელექტრონულ ფოსტაზე აპლიკაციის მიერ ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება კოდური სიტყვა/სიმბოლოები, რომლის დადასტურების შემდეგ მომხსენებელი კოდური სიტყვით/სიმბოლოებით ახდენს რეგისტრაციის დადასტურებას. 18. მომხსენებელი ვალდებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 86-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექსტი განათავსოს აპლიკაციაში ქართული (Sylfaen) შრიფტით და აპლიკაციაში დოკუმენტების ატვირთვის გზით, თან დაურთოს საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 86-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ’’-,,ვ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტები. 19. ამ მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად, აპლიკაციაში განთავსებული ტექსტი და თანდართული დოკუმენტები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოჩნდება მისი ატვირთვის დღის მომდევნო სამუშაო დღის 24 საათამდე. აპლიკაციაში განთავსებული ტექსტისა და თანდართული დოკუმენტების ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ატვირთვის დასტური, მომხსენებელს ეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე. 20. ამ მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული წესით აპლიკაციაში განთავსებული ტექსტს და თანდართულ დოკუმენტებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი, არ ასახავს, თუ: ა) ტექსტი ეწინაამღდეგება ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს; ბ) ტექსტის შინაარსი შურაცხყოფას აყენებს ნებისმიერ პირს; გ) ტექსტი ზღუდავს საქრთველოს კონტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. 21. ამ მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად, აპლიკაციაში ატვირთულ პეტიციაზე ამომრჩევლების მიერ ხელმოწერის შესრულება ხდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე რეგისტრაციის გარეშე. 22. ამ მუხლის 21-ე პუნქტის შესაბამისად, პეტიციაზე ხელმოწერის დასაფიქსირებლად ამომრჩევლები აპლიკაციაში ქართული (Sylfaen) შრიფტით უთითებენ საკუთარ სახელსა და გვარს, პირად ნომერს, რეგიტრაციის მისამართს და მობილური ტელეფონის ნომერს. პეტიციაზე ხელმოწერის დასაფიქსირებლად, ამომრჩეველი ვალდებულია აპლიკაციის შესაბამის ფანჯარაში მონიშვნის გაკეთების გზით დაადასტუროს, რომ გაეცნო პეტიციის შინარსს და ეთანხმება მას. აპლიკაციაში ამომრჩევლის მონაცემების ხელმომწერთა სიაში დამატება ხდება მის მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე აპლიკაციის მიერ ავტომატურ რეჟიმში გაგზავნილი კოდური სიტყვის/სიმბოლოების მეშვეობით, ხელმოწერის დადასტურების შემდეგ და აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში უთითებს ხელმოწერის განხორციელების თარიღს. ერთი მობილური ტელეფონის ნომერი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს არაუმეტეს 5 პირის რეგისტრაციის მიზნით. 23. ამ მუხლის 22-ე პუნქტის შესაბამისად, ამომრჩევლის მიერ ხელმოწერის შესრულებისას იგი უფლებამოსილია დააფიქსიროს მისი პოზიცია მისი სახელისა და გვარის საჯაროობის თაობაზე. თუ ამომრჩეველი არ არის თანახმა, მისი სახელი და გვარი გახდეს საჯარო, აპლკიკაცია უზრუნველყოფს მისი პერსონალური მონაცემების გამხელისაგან დაცვას. ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მომხსენებელისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირისათვის. 24. აპლიკაცია უზრუნველყოფს, რომ ტექნიკურად არ იყოს შესაძლებელი ორი ან რამდენიმე ხელმოწერის შესრულება საქართველოს მოქალაქის ერთი და იმავე პირადი ნომრით. 25. პეტიციის ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ აპლიკაცია ასაჯაროებს პეტიციაზე ხელმომწერი ამომრჩევლების მიმდინარე რაოდენობას, საჭირო ხელმოწერათა მინიმალურ რაოდენნობას და მომხსენებლ(ებ)ის სახელ(ებ)სა და გვარ(ებ)ს. 26. პეტიციის ტექსტის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადაში, ამომრჩეველთა მიერ ამ მუხლის მე-16 პუნქტით დადგენილი მინიმალური ოდენობის ხელმოწერების ელექტრონულად განხორციელების შემდეგ, აპლიკაციის ,,რეგისტარიაზე გაგზავნის“ ფუნქციის მეშვეობით მომხსენებელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე პეტიციის ტექსტს და თანდართულ დოკუმენტებს, მათ შორის პეტიციის ხელმომწერ ამომრჩეველთა სრულ სიას, აგზავნის მუნიციპალიტეტის ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ამ შემთხვევაში აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში აკეთებს აღნიშვნას პეტიციის წარდგენის თარიღის თაობაზე და საკრებულოს აპარატისგან ითხოვს მიღების დადასტურებას. საკრებულოს აპარატისგან მიღების დადასტურების შემდეგ აპლიკაცია ავტომატური რეჟიმში ელექტრონულად ატყობინებს ამის შესახებ მომხსენებელს, თარიღისა და დროის მითითებით. 27. პეტიციის ტექსტის შესაბამისობაზე მოქმედ კანომდებლობასთან და ამ მუხლის მოთხოვნებთან, ასევე პეტიციის საკრებულოში გადაგზავნამდე, ამომრჩევლების მიერ მათი მონაცემების სრულად შეყვანის ელექტრონულად განხორციელებული ხელმოწერების რაოდენობის ამ მუხლის მე-16 პუნქტით დადგენილ მინიმალური რაოდენობასთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელია მომხსენებელი. 28. პეტიციის ელექტრონულ ფოსტაზე მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საკრებულოს აპარატი იწყებს ამ მუხლით დადგენილი წესით პეტიციის რეგისტრაციას. 29. ამ მუხლით დადგენილი წესით პეტიციის რეგისტრაციის შემდეგ საკრებულოს აპარატი პეტიციის რეგისტრაციის მოწმობას ან პეტიციის რეგისტრაციაზე უარს უგზავნის მომხსენებელს და აღნიშნულს განათავსებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები