დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 სექტემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 62 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.143.016521 |
62
05/06/2018
ვებგვერდი, 13/06/2018
010250020.35.143.016521
„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 სექტემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
|
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 სექტემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 სექტემბრის №43 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/09/2015; 010250020.35.143.016352) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის მერისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“. 2. დადგენილების 1-ლი მუხლით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს ახალი დანართის სახით (თან ერთვის) . |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი
|
| მუხლი 1 |
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი (შემდგომში –
წესი) არეგულირებს მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობის საკითხებს.
|
| მუხლი 2 |
მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარუდგინონ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
|
| მუხლი 3 |
მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან საჯარო შეხვედრის შესახებ ცნობა გამოაქვეყნონ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.khashuri.org.ge) ან სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, 7 დღით ადრე მაინც.
|
| მუხლი 4 |
საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით, ასევე შესაძლებელია საკრებულოს მიერ დამტკიცებული სპეციალური ფორმის მიხედვით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება და მედიის წარმომადგენლების მოწვევა.
|
| მუხლი 5 |
საჯარო შეხვედრაზე ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
|
| მუხლი 6 |
მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
|
| მუხლი 7 |
საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი ან მერიის ადმინისტრაციული სამსახური.
|
| მუხლი 8 |
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს შეუზღუდავად დაესწროს გამართულ საჯარო ანგარიშების განხილვას.
|
| მუხლი 9 |
საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა.
|
| მუხლი 10 |
მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.khashuri.org.ge) კანონით დადგენილ ვადაში.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები