„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/06/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2018
ძალაში შესვლის თარიღი 10/09/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 04/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.140.016349
44
06/06/2018
ვებგვერდი, 13/06/2018
010260020.35.140.016349
„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტი
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №44

2018 წლის 6 ივნისი

დაბა ასპინძა

 

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის  დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/12/2017 წ., 010260020.35.140.016275) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:

დადგენილებით დამტკიცებული ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების:

1. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის „ე ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი   რედაქციით:

„ე) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და არქიტექტურის სამსახური;“.

2. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის „ი ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახური;“.

3. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ ქვეპუნქტი:

„კ) ზედამხედველობის სამსახური.“.

4. მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის „ე ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებისათვის წინადადებების შემუშავება; მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება; მუნიციპალიტეტის დასახლებათა საერთო კრებების მოწვევის ორგანიზება;“.

5. მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის „ი ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი)  სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვის და  გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელება და რეზერვისა და მობილიზაციის საკითხების გადაწყვეტა;“.

6. მე-13 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის კ) ქვეპუნქტი:

„კ) ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობისა და რეაბილიტაცის მიმდინარეობისას  დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, სათანადო ნებართვის გარეშე ან/და დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე დასკვნის მომზადება და დადგენილი წესით ღონისძიებების განხორციელება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის, სამიჯნე ნიშნის მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენა და რეაგირება;  არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენცია და აღკვეთა;

ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გატარება.”.

7. მე-19 მუხლის სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 19.  მერიაში ვაკანსიის გამოცხადება, მერიის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის წესი, სამსახურებრივი გადაყვანა, სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება და შეწყვეტა“.

8.  მე-19 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. მერიაში საჯარო მოსამსახურეთა (გარდა მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების) ვაკანსიის გამოცხადება, მერიის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის წესი; მერიის საჯარო მოსამსახურეთა შერჩევა; სამსახურებრივი გადაყვანა; სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება; შეწყვეტა და სხვა საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 10 სექტემბრიდან.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე