დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 318 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 440050000.10.003.020633 |
|
„გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2011, 440050000.10.003.016246) და დადგენილების:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ დებულების: ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების (შემდგომში – გრანტი) მიზანია ხელი შეუწყოს: ა) გამოყენებითი და ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას; ბ) საერთაშორისო პარტნიორებსა და არასამეცნიერო სექტორთან (კერძო სექტორი – მცირე და საშუალო ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაციები, საჯარო დაწესებულებები) თანამშრომლობით მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკის, მედიცინისა და ჯანმრთელობის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებების მიმართულებით საქართველოს ინსტიტუციების გრძელვადიანი, ინოვაციური და ტექნოლოგიური გამოყენებითი კვლევითი პროექტების განხორციელებას; გ) სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ ტექნოლოგიის ტრანსფერისა და ინოვაციების უზრუნველყოფას; დ) ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) გზით გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შერჩევასა და დაფინანსებას; ე) კომერციალიზაციის პერსპექტივის მქონე ინოვაციური და ტექნოლოგიური ტრანსფერის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას; ვ) ინოვაციური კვლევების გამოვლენას, რომელთა შედეგად მიღებულ მაღალტექნოლოგიურ პროდუქტზე ადგილობრივ და/ან საერთაშორისო ბაზარზე არსებობს მოთხოვნა და რომელიც პასუხობს ახალი ტექნოლოგიების განვითარების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრას.“; ბ) მე-2 მუხლის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გამოყენებითი კვლევა – კომერციალიზაციის პერსპექტივის მქონე ინოვაციური და ტექნოლოგიური ტრანსფერის განვითარებაზე ორიენტირებული კვლევა განხორციელებული სამეცნიერო, არასამეცნიერო სექტორიდან (მცირე და საშუალო ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაციები, საჯარო დაწესებულებები) საქართველოში და/ან საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირ(ებ)თან მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებით, პროექტის განხორციელების შედეგად პროტოტიპის, ნიმუშის, პროგრამული უზრუნველყოფის (software) ან ტექნოლოგიის შექმნით, ახალგაზრდა მკვლევართა ჩართულობის უზრუნველყოფით;“; ბ.ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) ახალგაზრდა მკვლევარი – მაგისტრის/დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ძირითადი პერსონალიდან, რომლის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 7 წლისა, ასევე მაგისტრატურის, რეზიდენტურის, დოქტორანტურის სტუდენტი;“; ბ.გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) დამოუკიდებელი ექსპერტი – პირი, რომელიც აფასებს კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტს;“; ბ.დ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) თანამონაწილე ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. თანამონაწილე ორგანიზაცია წამყვან ორგანიზაციასთან ერთად უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს; ი) კომისია – კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტის კონცეფციისა და მე-3 ეტაპზე პროექტის პრეზენტაციის შეფასებისა და გამარჯვებულების გამოვლენის მიზნით შექმნილი კომისიები;“; ბ.ე) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) კონსორციუმი – კონკურსში მონაწილე იურიდიული პირებისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც შედგება წამყვანი ორგანიზაციისაგან, თანამონაწილე ორგანიზაცი(ებ)ისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირისაგან;“; ბ.ვ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) მიზნობრივი ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ პროექტისთვის გახსნილი საბანკო/სახაზინო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა;“; ბ.ზ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე „მ1“ ქვეპუნქტი: „მ1) პროექტის თანახელმძღვანელი – პირი ძირითადი პერსონალიდან, რომელიც არის კონსორციუმის წევრი თანამონაწილე ორგანიზაციის წარმომადგენელი;“; ბ.თ) „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, კონკრეტული პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები; ქ) ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;“; ბ.ი) „ყ“ და „შ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყ) ძირითადი პერსონალი – გრანტის მიმღები ფიზიკური პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ასრულებს/ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს მაგისტრანტი, დოქტორანტი, ბაკალავრის, მაგისტრის დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, აგრეთვე ახალგაზრდა მკვლევარი; შ) წამყვანი ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს.“; გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ძირითადი პერსონალის სახით – მაგისტრანტს, დოქტორანტს, ბაკალავრის, მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს.“; დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ძირითადი მოთხოვნები 1. კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა პროექტის განხორციელების შედეგად პროტოტიპის, ნიმუშის, პროგრამული უზრუნველყოფის (software) ან ტექნოლოგიის შექმნა. აგრეთვე მნიშვნელოვანია კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე პროექტების გამოვლენა და კვლევის შედეგად სამრეწველო ნიმუშის/პროტოტიპის სახით ახალი/გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფის, მასალების, სამკურნალო საშუალების, მოწყობილობის, კონსტრუქციისა და ა. შ. შექმნა და შესაბამისი ტექნოლოგიის შემუშავება/სრულყოფა. 2. ყველა პროექტი შეფასდება იდეის პოტენციური პატენტუნარიანობის მიხედვით და მხოლოდ დადებითი პერსპექტივის მქონე პროექტები გადავა შეფასების მეორე ეტაპზე. 3. ფონდი უფლებამოსილია, კონკურსისთვის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს რამდენიმე პრიორიტეტული თემატიკა. 4. პროექტის ფარგლებში სასურველია საერთაშორისო პარტნიორობა. 5. კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სამი კატეგორიის პროექტი: ა) ტექნოლოგიის ტრანსფერის ხელშემწყობი საპილოტე კვლევითი გრანტი ცალკეული ორგანიზაციებისათვის; ბ) ინოვაციური კვლევების განხორციელება და ტექნოლოგიური განვითარების გრანტები კონსორციუმებისათვის; გ) კვლევითი კონცეფციის დამტკიცება: ინფრასტრუქტურის, ტრენინგისა და კლასტერების განვითარების გრანტი კონსორციუმებისათვის. 6. აუცილებელი მოთხოვნებია: ა) ახალგაზრდა მკვლევართა ჩართულობა პროექტში; ბ) პროექტის მონაწილე ბიზნესის სფეროში საქმიანობის გამოცდილების მქონე პერსონალის/ორგანიზაციის მიერ უნდა განხორციელდეს პროექტის მონაწილე ძირითადი პერსონალის ტრენინგი სამეწარმეო/ინოვაციური აზროვნების საკითხებზე; გ) ინოვაცია, ტექნოლოგიის ტრანსფერი და მათთან ასოციირებული კვლევის კომპონენტები. 7. საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 2, 3 ან 4 წელი. 8. ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება კონსორციუმისათვის არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 420 000 ლარს. 9. კონსორციუმის წევრ ერთ ორგანიზაციაზე წლიური ბიუჯეტის მაქსიმალური ოდენობაა 140 000 ლარი. 10. პროექტს შესაძლებელია ჰყავდეს თანადამფინანსებელი, რომლის თანამონაწილეობა პროექტის დაფინანსებაში უნდა გამოიხატოს ფულადი შენატანის სახით. 11. წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების ბაზაზე პროექტით დაგეგმილი ამოცანების განხორციელებისათვის აუცილებელი არაპირდაპირი ხარჯები უნდა აისახოს ხარჯვის კატეგორიაში – „ზედნადები ხარჯები“. „ზედნადები ხარჯების“ მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის 7%-ს. ზედნადები ხარჯები შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს გრანტის ტექნიკური ადმინისტრირებისა და წამყვანი ან თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ სამეცნიერო-კვლევითი დაფინანსებისათვის. გრანტის მიმღებისთვის, გრანტის ჩარიცხვის ფაქტის დადასტურებით (სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში შესრულებული გადარიცხვა), გრანტის გამცემისთვის ზედნადები ხარჯები სრულად აღიარდება ხარჯად, ფონდის მიერ განხორციელებული ფინანსური მონიტორინგის ფარგლებში. ფონდი უფლებამოსილია, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე დასრულებიდან 3 წლის ვადაში გრანტის მიმღებისგან მოითხოვოს ინფორმაცია ზედნადები ხარჯების მუხლიდან თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია. 12. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კატეგორიებში წარდგენილ პროექტებში ერთი და იგივე ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვადასხვა კონსორციუმის წევრი. ერთსა და იმავე კონსორციუმს შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენა. კონკურსში მონაწილე კონსორციუმებისათვის ორგანიზაციების მინიმალური რაოდენობაა 2, მაქსიმალური 5. 13. ძირითადი პერსონალის ყოველთვიური საგრანტო დაფინანსებისა და დამხმარე პერსონალის ყოველთვიური ანაზღაურების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 50%-ს. 14. პროექტში ძირითადი პერსონალის სტატუსით ჩართულ მინიმუმ ერთ წევრს მაინც უნდა ჰქონდეს ბიზნესსაქმიანობის გამოცდილება და მჭიდრო კავშირები ბიზნესსექტორთან, რაც დადასტურდება მის პროფესიულ ბიოგრაფიაში ასახული მონაცემებით. 15. პროექტის დაფინანსება ხორციელდება საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტრანშების სახით. თანხები ავანსის სახით გადაირიცხება პროექტის მიზნობრივ საბანკო/სახაზინო ანგარიშებზე. პირველი ტრანში ავანსის სახით გაიცემა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო ყოველი მომდევნო ტრანში – წინა ტრანშის შესაბამისი საანგარიშო პერიოდების შუალედური ანგარიშების განხილვის აქტების საფუძველზე. 16. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება გრანტის მიმღებ წამყვან/თანამონაწილე ორგანიზაციას ან/და ფიზიკურ პირს/პირთა ჯგუფს, მათ შორის, გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით. 17. კონსორციუმის წევრი სამეწარმეო იურიდიული პირი, ასევე უცხოური ორგანიზაცია ვერ იქნება გრანტის მიმღები.“; ე) მე-6 მუხლის: ე.ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) არაფინანსური აქტივები;“; ე.ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. კონკურსის ეტაპები კონკურსის ძირითადი ეტაპებია: ა) კონკურსის გამოცხადება; ბ) კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტის კონცეფციის ფონდში წარდგენა; გ) კომისიის მიერ ფონდში წარდგენილი პროექტის კონცეფციების შეფასება; დ) კონკურსის მეორე ეტაპისთვის შერჩეული პროექტის კონცეფციების ავტორთა მიერ სრული პროექტების წარდგენა ფონდში; ე) მეორე ეტაპზე გადასული პროექტების შეფასება დამოუკიდებელ ექსპერტთა მეშვეობით; ვ) კონკურსის მე-3 ეტაპზე გადასული პროექტების პრეზენტაცია კომისიის წინაშე და გამარჯვებულების გამოვლენა; ზ) დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიების დამტკიცება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.“; ზ) მე-8 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ფონდში პროექტის კონცეფციის წარდგენა შეუძლიათ: ა) წამყვან ორგანიზაციასა და ძირითად პერსონალს ერთობლივად მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ბ) კონსორციუმსა და ძირითად პერსონალს ერთობლივად მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“; თ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. პროექტის შეფასება 1. პროექტების შეფასება ხორციელდება სამ ეტაპად: ა) პირველ ეტაპზე პროექტის კონცეფციის შეფასება ხორციელდება კომისიის მიერ, რომელიც შედგება დარგობრივი ექსპერტებისაგან, „კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32 დადგენილებით შექმნილი კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ბიზნესის, სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი) და ფონდის წარმომადგენლებისგან; კომისია შეფასებას ახორციელებს ამ დადგენილების დანართ №2-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროექტების შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად; ბ) კონკურსის მე-2 ეტაპზე გადასული პროექტის კონცეფციაზე შექმნილ პროექტებს აფასებს სულ ცოტა 2 დამოუკიდებელი ექსპერტი, ამ დადგენილების დანართ №2-ის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების მიხედვით. ფონდს შეფასების შედეგი წარედგინება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად. დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასების საფუძველზე ფონდი ადგენს პროექტების სამ რანჟირებულ სიას ამ დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით და განსაზღვრავს მე-3 ეტაპზე გადასული პროექტების სიას; გ) შეფასების მე-3 ეტაპზე გადასულ პროექტებს, შესაბამისი სამეცნიერო ხელმძღვანელის ან/და ძირითადი პერსონალის მიერ გაკეთებული პრეზენტაციების წარდგენის საფუძველზე, აფასებს იგივე კომისია, რომელიც მუშაობდა პირველი ეტაპის შეფასებისას და შედგება დარგობრივი ექსპერტებისაგან, „კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32 დადგენილებით შექმნილი კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ბიზნესის, სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი) და ფონდის წარმომადგენლებისგან; კომისია მე-3 ეტაპზე გადასულ პროექტებს აფასებს ამ დადგენილების დანართ №2-ის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების მიხედვით. 2. კონკურსის მე-2 ეტაპზე დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული შეფასებების საფუძველზე საერთო ქულის დაანგარიშების წესს ადგენს გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. კონკურსის მე-2 და მე-3 ეტაპზე მიღებული ქულების საფუძველზე საბოლოო ქულის დაანგარიშების წესს განსაზღვრავს გენერალური დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. ფონდი უფლებამოსილია, გამოყოს სათადარიგო პროექტები, რომლებიც ჩაენაცვლება გამარჯვებულ პროექტებს იმ შემთხვევაში, თუ ამ გამარჯვებულებთან არ გაფორმდება საგრანტო ხელშეკრულებები. 5. დამოუკიდებელ ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია.“; ი) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროექტის ფარგლებში შექმნილი გამოგონების დაპატენტების უფლება ეკუთვნით ფონდსა და გრანტის მიმღებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნულ გამოგონებას დააპატენტებს გრანტის მიმღები, ფონდს წარმოეშობა პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებები. პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების გამოყენებიდან მიღებული მოგების პროცენტულობა განისაზღვრება შემდეგნაირად: 85% – გრანტის მიმღებს (35% – იურიდიულ პირს, 50% –მეცნიერთა ჯგუფს – ფიზიკურ პირებს) და 15% – ფონდს, როგორც გრანტის გამცემს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის წარმოშობილი ურთიერთობები დარეგულირდება პატენტის მიღების შემდგომ გასაფორმებელ ხელშეკრულებაში.“; კ) მე-12 მუხლის: კ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფონდი ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს, გრანტის მიმღების მიერ შესაბამისი შუალედური/საბოლოო ანგარიშების წარდგენის საფუძველზე, ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.“; კ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი შედეგების შესრულების დამადასტურებელი შუალედური/საბოლოო ანგარიშის შემოწმებას. ფონდი უფლებამოსილია, პროგრამული მონიტორინგის ფარგლებში განახორციელოს ადგილზე ვიზიტები და ასევე სამეცნიერო ეფექტიანობის შეფასება შესაბამისი დარგის ექსპერტ(ებ)ის მონაწილეობით, გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და/ან საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.“; კ.გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. მონიტორინგის მიზნებისათვის, გრანტის მიმღების მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია და შუალედური/საბოლოო ანგარიშის განხილვის წესი განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით.“; კ.დ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები: „8. ფონდი უფლებამოსილია, განახორციელოს მიმდინარე პროექტების აუდიტორული შემოწმება აუდიტორული კომპანიის მიერ, რათა დადგინდეს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან. აუდიტორული კომპანიის შემოწმების დასკვნის შესაბამისად ფონდი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პროექტის შეჩერების, შეწყვეტისა და დასრულების შესახებ. 9. ფონდი უფლებამოსილია, აწარმოოს საგრანტო ხელშეკრულების პირობების დამრღვევ პირთა რეესტრი – ე. წ. „შავი სია“, რომლის წარმოების წესი განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; ლ) მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში, ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე პროექტის დახურვის მომენტში წარდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები, წარდგენილ ანგარიშებზე ფონდის მიერ დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტები, აუდიტორული შემოწმების შემთხვევაში, მიღებულია დადებითი დასკვნა, მხარეთა შორის გაფორმებულია შედარების აქტი და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.“. 2. მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები“ ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები