„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/06/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 11/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.107.016318
15
04/06/2018
ვებგვერდი, 12/06/2018
010250050.35.107.016318
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
 
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2018  წლის 4 ივნისი

დაბა ჩხოროწყუ

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის  3 ივლისის   №25  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/07/2017წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.107.016257) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. საბჭოს  სტრუქტურა

1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 7-ზე ნაკლები. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის  მოადგილის,  საბჭოს მდივნის და სხვა წევრებისაგან.

2. საბჭოს თავმჯდომარეობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ორგანოების წარმომადგენლები, საბჭოს  შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები,  ექსპერტები და მეცნიერები.

4. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

5. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმებს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ესებუა