„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 316
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.020631
316
05/06/2018
ვებგვერდი, 05/06/2018
280120000.10.003.020631
„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №316

2018 წლის 5 ივნისი

 ქ. თბილისი

 

„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2014, 280120000.10.003.018378) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების და/ან საჭირო ინფორმაციის პერიოდულად მიწოდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის (შემდგომში – სააგენტო), მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“:

ა) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. შემოსავლების ინდექსის გამოთვლა

შემოსავლების ინდექსი გამოითვლება ფორმულით:

 

C4=K4,1ln(1+Y4,1),

სადაც:

ა) K4,1  − არის კოეფიციენტი;

ბ) Y4,l − ოჯახის დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვეში ოჯახის ყველა წევრის ჯამური პირადი ფულადი შემოსავლებისა  (ხელფასისა და ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) და გასულ 12 თვეში ოჯახის სხვა ჯამური ფულადი შემოსავლების 1/12 ნაწილის ჯამი.“;

ბ) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კოეფიციენტების მნიშვნელობები განსხვავებული ტიპის დასახლებული პუნქტებისათვის განსაზღვრულია №2 ცხრილით:

 

ცხრილი №2

კოეფიციენტები

 

დედაქალაქი

დიდი

ქალაქი

სხვა ქალაქური ტიპის დასახლება

სოფლის ტიპის დასახლება

K0

2.306

2.665

3.883

3.713

K1,1

0.000

0.000

0.000

0.083

K2,1

0.000

0.000

0.000

0.229

K2,2

0.000

0.000

0.272

0.091

K2,3

0.000

0.000

0.054

0.039

K3,1

0,148

0,256

0.442

0.246

K3,2

0.000

0.000

0.000

0.344

K4,1

0,251

0,196

0.047

0.149

K5,1

0,275

0,302

0,218

0,176

K6,1

0,057

0,257

0.409

0.129

K6,2

0,122

0,064

0.000

0.000

K6,3

0.000

0.000

0.172

0.124

K6,4

0.000

0,120

0.000

0.073

K6,5

0.000

0.000

0.000

0.078

K7,1

0,176

0,129

0.191

0.206

K8,1

0.000

0.000

0.000

-0.121

K8,2

0.000

0.000

0.194

0.000

K8,3

0.000

0.000

0.281

0.100

K8,4

0.000

0.000

0.000

0.000

K8,5

0.000

0.000

0.265

0.000

K8,6

0.000

0.000

0.143

0.069

K8,7

0.000

0.000

0.371

-0.082

K8,8

0.000

0.000

0.636

-0.194

K8,9

0.000

0.000

0.000

0.000

K8,10

0.000

0.000

0.000

-0.247

K8,11

0.000

0.000

-0.281

0.000

K9,1

0,073

0.000

0.000

0.000

K9,2

0.000

0,148

0.000

0.109

K9,3

0,127

0.000

0.000

0.000

K10,1

0.000

0.000

0.120

0.000

K10,2

0.000

0.000

-0.225

-0.065

K10,3

0.022

0.023

0.000

0.037

K10,4

0.000

0,028

0.000

    0.070.“;

 

გ) მე-15 მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) B  –  მინიმალური სამომხმარებლო კალათის ღირებულება (175 ლარი).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 1 ივნისიდან შეფასებულ ოჯახებზე (ოჯახები, რომელთა ოჯახის დეკლარაცია შევსებულია 2018 წლის 1 ივნისსა და შემდგომ პერიოდში).

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი