დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისას დაშვებული დარღვევების საკითხის საარჩევნო დარღვევების მიზეზების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისათვის გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3157 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 19/12/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 05/01/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისას დაშვებული დარღვევების საკითხის საარჩევნო დარღვევების მიზეზების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისათვის გადაცემის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საარჩევნო დარღვევების მიზეზების შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას შესასწავლად გადაეცეს 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისას დაშვებული დარღვევების საკითხი.
2. კომისიამ აღნიშნულ საკითხზე დასკვნა საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს 2004 წლის 1 მარტამდე.
3. საპარლამენტო ფრაქციებმა პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტების შესაბამისად უზრუნველყონ კომისიაში წევრების წარდგენა.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოვალეობის
შემსრულებელი გ. წერეთელი
თბილისი,
2003 წლის 19 დეკემბერი.
№3157-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები