„ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/06/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 23/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.140.016348
42
06/06/2018
ვებგვერდი, 13/06/2018
210070000.35.140.016348
„ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ასპინძის მუნიციპალიტეტი
 
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №42

2018 წლის 6 ივნისი

დაბა ასპინძა

„ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №8 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/02/2015; ს/კოდი: 210070000.35.140.016156) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:

ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 30 000 ლარის ოდენობით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3 000 ლარის ოდენობით;

გ)  თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 270 000 ლარის ოდენობით;

ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15%;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 10 000 ლარის ოდენობით;

ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 10 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.“.

2. მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება

მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია:

ა) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;

ბ) სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის:

მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის – მოსაკრებლის ოდენობა დადგინდეს ერთ სულ მოსახლეზე 0,50 ლარი თვეში, ხოლო იურიდიული პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის – 15 ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა  და იურიდიული  პირებისათვის  – დაგროვებული  ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე