დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 03 სექტემბრის №124/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 88/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.017547 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №124/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №124/ნ (www.matsne.gov.ge, 03/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016644) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან – ფაკულტეტებისაგან, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისაგან – ინსტიტუტებისაგან, ბიბლიოთეკის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისაგან და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან – რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, საქმისწარმოების სამსახურის, მართვის ორგანოების სამდივნოებისა და ამ წესდებით განსაზღვრული სხვა დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან.“. 2. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი).“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მართვის ორგანოების არჩევნები, გარდა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოებისა, რეგულირდება უნივერსიტეტის და ფაკულტეტის მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების შესახებ დებულებით. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოების არჩევის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.“. 3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებების, რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) ანგარიშებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროობას.“. 4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“-„თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) კონკურსის საფუძველზე ღია კენჭისყრით შერჩეულ კანდიდატურას; ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას; ზ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში; თ) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში.“. 5. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ე“-„კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ვ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წარდგინებით; ზ) ამტკიცებს უნივერსიტეტის სტრუქტურას ხელმძღვანელის (კანცლერის) წარდგენის საფუძველზე; თ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წლიურ ანგარიშს; ი) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (კანცლერს); კ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წარდგინებით;“. 6. მე-13 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა მოიწვევა წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.“. 7. მე-14 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. რექტორი არის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნითა და გარეთ აკადემიურსა და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. გარიგებებს და შეთანხმებებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, რექტორთან ერთად ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი).“; ბ) მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს ადმინისტრაციული, დამხმარე და ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული პერსონალი, სტრუქტურული ერთეულების (კლინიკა, ცენტრი, ინსტიტუტი) ხელმძღვანელები, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წარდგინებით.“. 8. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) 1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) არის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების სფეროში, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (კანცლერს) წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ფარული კენჭისყრით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ერთი და იგივე პირი აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) ახალ კანდიდატურას. 21. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) უფლებამოსილია ეკავოს აკადემიური თანამდებობა. 3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) უფლებამოსილების ვადაა ექვსი წელი. 4. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად (კანცლერად) შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ, უფლებამოსილების სრული ვადით. 5. ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე (კანცლერზე) ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.“. 9. მე-16 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) უფლებამოსილება“ 1. კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი): ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას; ბ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით, უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად, დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები; გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის პროექტს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ე) ხელმძღვანელობს ფაკულტეტების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას; ე1) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტების შედგენას და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას; ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; თ) ახორციელებს უნივერსიტეტის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას და პასუხისმგებელია მის სწორ გამოყენებაზე, პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე; ი) კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს უნივერსიტეტის საფინანსო, ეკონომიკური და სამეურნეო მიმართულების სამსახურების მუშაობას; კ) ასრულებს წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.“. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე. 3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე; ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილება; გ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.“. 10. მე-19 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის საერთო რაოდენობა 50 წევრს აღემატება, ფაკულტეტის საბჭოში აირჩევა ფაკულტეტიდან წარმომადგენლობის საფუძველზე, ფაკულტეტის დეპარტამენტების (მიმართულებების) მიხედვით, დეპარტამენტების (მიმართულების) თითო წარმომადგენელი, უნივერსიტეტის და ფაკულტეტის მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების შესახებ დებულებით დადგენილი წესით.“. ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ფაკულტეტის საბჭოს არჩევის წესი რეგულირდება უნივერსიტეტის და ფაკულტეტის მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების შესახებ დებულებით.“. 11. მე-20 მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (კანცლერს) წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს;“. 12. 30-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), დეკანი, მათი მოადგილეები, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების დირექტორები, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები.“. ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. უნივერსიტეტი უფლებამოსილია, აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი (პედაგოგი) სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. მოწვეულ სპეციალისტთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კაცლერის ) წარდგინებით.“. 13. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 37. სხვა სტრუქტურული ერთეულები 1. უწყვეტი სამედიცინო განათლების, პროფესიული რეაბილიტაციის, ექიმთა გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების, სუბსპეციალობის პროგრამების განხორციელების, უნარ-ჩვევების, ცალკეული მოდულების, აკადემიური პერსონალის გადამზადების, სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური პროექტების, სამკურნალო-პროფილაქტიკური და ვალეოლოგიური საშუალებების სტანდარტიზაციისა და სხვა სახის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის და სამედიცინო საქმიანობის განხორციელებისათვის უნივერსიტეტში იქმნება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები (ინსტიტუტი, ცენტრი), რომელთა დებულებას და საშტატო განრიგს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 2. უნივერსიტეტში საგამომცემლო საქმიანობის, სპორტის, ხელოვნების, უცხოური ენების და სხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის იქმნება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, რომელთა დებულებას და საშტატო განრიგს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 3. ამ მუხლით განსაზღვრული უნივერსიტეტის სტუქტურული ერთეულები ანგარიშვალდებული არიან რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წინაშე, მართვის ამ ორგანოთა კომპეტენციის გათვალისწინებით.“. 14. მე-40 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი).“; ბ) მე-3-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. 4. წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (კანცლერს). 5. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 6. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) არ ეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშვნებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს, ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი სათანადოდ დასაბუთებული დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს. წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენილ დასაბუთებას უნდა ერთოდეს აკადემიური საბჭოს წინადადებები. 7. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ბიუჯეტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანლერის) უფლებამოსილების შეწყვეტას და ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება ახალშერჩეული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წარდგინებით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები