„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 11 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 11 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 30/05/2018
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016238
8
30/05/2018
ვებგვერდი, 11/06/2018
040030000.32.061.016238
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 11 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №8

2018 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 11 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 11 მარტის №12  დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 16/03/2015 წ., სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016139) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი  „აფხაზეთის“  დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და მე-10 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „აფხაზეთის“ ჩამოყალიბების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 11 მარტის №11 დადგენილების  შესაბამისად:“.

3. დადგენილების პირველი მუხლის  პირველი  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ თანდართული დებულება.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ  „აფხაზეთის“  დებულება“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ (შემდგომში – ანსამბლი) წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ ყოლბაია