დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების რეგულირების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3150 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 05/12/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 144, 15/12/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების რეგულირების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის მიზნით ქალაქ თბილისის მერიის შესაბამისმა საქალაქო სამსახურებმა 2 თვის ვადაში ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე განახორციელონ იმ პირების აღრიცხვა, რომლებსაც საცხოვრებელ ფართობზე წარმოშობილი აქვთ მესაკუთრისა და მოსარგებლის უფლება-მოვალეობანი (ე.წ. „ოტსტუპნოის”) ხელშეკრულების საფუძველზე, აგრეთვე შესაბამისი საცხოვრებელი სადგომების აღრიცხვა.
2. ქალაქ თბილისის მერიამ ჩატარებული აღრიცხვის შედეგები საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს 2004 წლის 1 მარტამდე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოვალეობის
შემსრულებელი გ. წერეთელი
თბილისი,
2003 წლის 5 დეკემბერი.
№3150–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები