დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 221 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 04/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010210040.08.002.017041 |
221
04/06/2018
ვებგვერდი, 05/06/2018
010210040.08.002.017041
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
|
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 19/12/2013, 010210040.08.002.016900) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების: |
1.
მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამტკიცებს ადმინისტრაციის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს, წყვეტს სახელფასო დანამატის გაცემის საკითხს;“. |
2.
მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებაში შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოსა და ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს საქმიანობის ანაზღაურების წესს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები