„საერთაშორისო გადაზიდვებისას ტვირთის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ შეტყობინების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 314
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.020629
314
01/06/2018
ვებგვერდი, 06/06/2018
240110000.10.003.020629
„საერთაშორისო გადაზიდვებისას ტვირთის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ შეტყობინების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №314

2018 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

„საერთაშორისო გადაზიდვებისას ტვირთის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ შეტყობინების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების  შეტანის  თაობაზე“ 2017  წლის  7  დეკემბრის  №1620-რს  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, „საერთაშორისო გადაზიდვებისას ტვირთის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ შეტყობინების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 იანვრის №8 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/01/2015,  240110000.10.003.018392) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საერთაშორისო გადაზიდვებისას ტვირთის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ შეტყობინების წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამო ტვირთის დაკავებასა და მავნე ორგანიზმების იდენტიფიკაციას ახდენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური (შემდგომში − სამსახური) და ინფორმაციას უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სურსათის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო), ამ წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი