დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის „სურსათში/ცხოველთა საკვებში და გარემოს ობიექტებში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენების კონტროლისათვის ნიმუშების აღების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 312 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.020627 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის „სურსათში/ცხოველთა საკვებში და გარემოს ობიექტებში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენების კონტროლისათვის ნიმუშების აღების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „სურსათში/ცხოველთა საკვებში და გარემოს ობიექტებში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენების კონტროლისათვის ნიმუშების აღების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №35 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/01/2014, 300160070.10.003.017579) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის „სურსათში/ცხოველთა საკვებში და გარემოს ობიექტებში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენების კონტროლისათვის ნიმუშების აღების წესების“:
1. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებული ზონების განსაზღვრისათვის, ტექნიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განისაზღვრება საკონტროლო ზონის მოცულობა, ასაღები ნიმუშების რაოდენობა, ნიმუშების აღების წერტილები, რაოდენობა, კონტროლის ვადები და ა.შ.“. 2. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ლაბორატორიული გამოცდისათვის სურსათის/ცხოველის საკვებისა და გარემო ობიექტების ნიმუშების აღების უფლება აქვთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ პირებს.“. 3. დანართ №6-ის „ნიმუშის აღების აქტი №“ პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეული/ტერიტორიული ორგანო“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები