„ტექნიკური რეგლამენტის – „ცდის, სამეცნიერო კვლევისა და სელექციური სამუშაოსათვის მავნე ორგანიზმის, მცენარის, მცენარეული პროდუქტის და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის საქართველოში შემოტანის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აპრილის №190 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 299
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020613
299
01/06/2018
ვებგვერდი, 05/06/2018
300160070.10.003.020613
„ტექნიკური რეგლამენტის – „ცდის, სამეცნიერო კვლევისა და სელექციური სამუშაოსათვის მავნე ორგანიზმის, მცენარის, მცენარეული პროდუქტის და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის საქართველოში შემოტანის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აპრილის №190 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №299

2018 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის – „ცდის, სამეცნიერო კვლევისა და სელექციური სამუშაოსათვის მავნე ორგანიზმის, მცენარის, მცენარეული პროდუქტის და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის საქართველოში შემოტანის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აპრილის №190 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – „ცდის, სამეცნიერო კვლევისა და სელექციური სამუშაოსათვის მავნე ორგანიზმის, მცენარის, მცენარეული პროდუქტის და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის საქართველოში შემოტანის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აპრილის №190 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/04/2015,  300160070.10.003.018575) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ცდის, სამეცნიერო კვლევისა და სელექციური სამუშაოსათვის მავნე ორგანიზმის, მცენარის, მცენარეული პროდუქტისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის საქართველოში შემოტანის წესის“:

1.  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თანხმობა – ამ წესის  შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცდის, სამეცნიერო კვლევის ან სელექციური  სამუშაოს მიზნით მავნე ორგანიზმის, მცენარის, მცენარეული პროდუქტისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის საქართველოში შემოტანაზე თანხმობის დოკუმენტი (დანართი №2);“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. განაცხადი მასალის საქართველოში შემოტანაზე

მასალის საქართველოში შემოტანამდე დაინტერესებულმა პირმა მასალის საქართველოში შემოტანაზე განაცხადით (დანართი №1) უნდა მიმართოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სურსათის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო).“.

3. დანართი №2-ის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო, მისამართი:  ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის №6, Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia, LEPL – National Food Agency, 6, Marshal Gelovani Ave.,0159, Tbilisi, Georgia.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი