„ტექნიკური რეგლამენტის − ზოგიერთი გადამდები ღრუბლისებრი ენცეფალოპათიების პრევენციის, კონტროლისა და აღმოფხვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 დეკემბრის №600 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 293
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020608
293
01/06/2018
ვებგვერდი, 05/06/2018
300160070.10.003.020608
„ტექნიკური რეგლამენტის − ზოგიერთი გადამდები ღრუბლისებრი ენცეფალოპათიების პრევენციის, კონტროლისა და აღმოფხვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 დეკემბრის №600 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №293

2018 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის − ზოგიერთი გადამდები ღრუბლისებრი ენცეფალოპათიების პრევენციის, კონტროლისა და აღმოფხვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 დეკემბრის №600 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − ზოგიერთი გადამდები ღრუბლისებრი ენცეფალოპათიების პრევენციის, კონტროლისა და აღმოფხვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 დეკემბრის №600 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2016,  300160070.10.003.019667) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის −   ზოგიერთი გადამდები ღრუბლისებრი ენცეფალოპათიების პრევენციის, კონტროლისა და აღმოფხვრის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებას უზრუნველყოფენ  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო), სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (შემდგომში − ცენტრი) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური (შემდგომში − სამსახური), თავისი კომპეტენციის ფარგლებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი